"მოგიწოდებთ რომ შეგრძნებები, რომლებზეც ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული, სწორად ვმართოთ"
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:37, 17 Sep, 2015     1428

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილის ბიზენსმენებთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასზე განხილულ იქნა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს მისი უწყების ხედვები და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სახელმწიფო ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის და ა.შ. არსებული მდგომარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გასულ კვირას ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა - მინისტრი გაეცნო ბიზნესმენთა პოზიციას ეკონომიკის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. „ჩემთვის დიდი პატივია ამ რანგში ბიზნესმენებთან შეხვედრა. მე სხვადასხვა პოზიციებზე მუდმივი შეხვედრები მქონდა ბიზნესთან და მიმაჩნია, რომ ის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და მხოლოდ გახსნოლობა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეეცდება, ყველაზე წარმოსაჩენი უწყება იყოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ამასთან, მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორში არსებული განწყობები. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ციფრები ერთის მხრივ არის ძალიან დადებითი. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ღრმა კრიზისია, წლის ბოლოსთვის ჩვენ 2-დან 3 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა გვექნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი, 380 მილიონ დოლარზე მეტი განხორციელებულია წარმოებაში. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში ჩვენ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მეტად ეფექტური. მინდა, ყველას მოგიწოდოთ რომ შეგრძნებები, რომლებზეც ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, სწორად ვმართოთ. სწორ ეკონომიკურ ტრენდზე ვართ და ამას სჭირდება სწორი მხარდაჭერა" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42