რწმუნებულებზე „შეწერილი“ საჩუქრების თანხა და ჭკუასელის "ხონჩა" პირველკლასელებს
საზოგადოება - 18:20, 17 Sep, 2015     2769
ჩოხატაურში, ახალ სასწავლო წელს 214 პირვეკლასელიდან დეპუტატ ჭკუასელის სასაჩუქრე „ხონჩა“, რომელშიც წვრილმანი სასკოლო ნივთები შედიოდა, მხოლოდ 60-მა პირველკლასელმა მიიღო, დანარჩენებს კი, საჩუქრები სოფლის რწმუნებულებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ჭკუასელის სატელეფონო ზარის შემდეგ შეუძინეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატის მიერ ნაყიდი საჩუქრების თანხა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გადარიცხეს.

ჭკუასელის ამ გადაწყვეტილებას, ჩოხატაურში საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დეპუტატს საჩუქარი ყველა პირვეკლასელისათვის უნდა ეყიდა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჭკუასელი არჩევიდან დღემდე, არავის უნახავს და რაც გამოაგზავნა, ესეც დიდი „მიღწევა“ იყო.

„დეპუტატი, რომელიც არჩევიდან დღემდე არავის არ უნახავს, სასექტემბროდ პირველკლასელების ნაწილს საჩუქრები გამოუგზავნა და ნაწილი გამგეობის ხალხს აყიდინა, ასეთი სამარცხვინო ფაქტი არც ერთ დეპუტატს არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, არ ჰქონდა დეპუტატს იმის საშუალება, ყველა პირველკლასელისთვის ეყიდა რვეული და პასტა?“, - აცხადებს ჩოხატაურში ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი.

ის რომ პირვეკლასელების ნაწილს საჩუქრები სოფლის რწმუნებულემა და გამგეობის თანამშრომლებმა შეუძინეს, ამას ჩოხატაურის გამგებელი ირაკლი კუჭავაც ადასტურებს. თუმცა ინფორმაციას, რომ დეპუტატის მიერ შეძენილ საჩუქრებში ფული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაირიცხა, კატეგორიულად, უარყოფს. მისი თქმით, გამგეობის თანამშრომლებმა საჩუქრები ჯიბის ფულით შეიძინეს.

-დეპუტატმა გამოაზავნა 60 ხონჩა, რომელიც გადავეცით იმ სოფლის პირველკლასელებს, სადაც იყო არასრული საჯარო სკოლა. რაც შეეხება სხვა სოფლის სკოლებს, იმათ გადავეცით სოფლის რწმუნებულებისა და ჩვენს მიერ შეძენილი საჩუქარი.

-ბატონო ირაკლი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ საჩუქრების თანხა, რომელიც დეპუტატმა იყიდა ჩოხატაურის გამგეობიდან გადაირიცხა.

- არასწორი ინფორმაციაა ეს. დეპუტატმა რაც შეძლო ის გამოაგზავნა, დანარჩენი ჩვენი ჯიბის ფულით ვიყიდეთ და გამგეობის თანხებით არაფერი არ გვიყიდია. არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა საჩუქრის გარეშე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქედან 60 იყო მხოლოდ დეპუტატის მიერ ნაყიდი.

მაშინ როცა, ადგილზე დეპუტატის აქტივობებსა და მის დაგეგმილ შეხვედრებზე, ყველაფერი იციან დეპუტატის ბიუროში, პასუხს გვცემენ, მაჟორიტარის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, იმ პრობლემებთან, განცხადებებთან, ან თხოვნასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც პირადად მას მიმართავენ, არაფერი იცოდნენ პირველკლასელთათვის გადაცემული საჩუქრების შესახებ:

დეპუტატ ჭკუასელის ბიუროს ხელმზღვანელი, ვიტალი ტყეშელიაზე აცხადებს, რომ ამ საჩუქრების დარიგებასთან და შეძენასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არიან.

-ბატონო ვიტალი, რამდენმა პირვეკლასელმა მიიღო დეპუტატის საჩუქარი ?

-არაფერი არ ვიცით, მიმართეთ გამგეობას ისენი ხელმძღვანელობდნენ აგ საქმეს.

-ანუ ამ საჩუქრების გადაცემასთან დაკავშირებით დეპუტატმა მისი ბიუროს წარმომადგენლები საქმის კურსში არ ჩააყენა?

-კიდე ერთხელ ვამბობ, რომ არაფერი არ ვიცი, ვის რა დაურიგეს. ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები.

წყარო: "გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42