რა გახდა კაბალში მომხდარი ინციდენტის მიზეზი - „დელტა“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 14:28, 17 Sep, 2015     2680

„დელტა“ ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, ინციდენტის მიზეზი ერთ-ერთი ჭურვის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

„სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16 სექტემბრის 19:00 სთ-დან კახეთის რეგიონში სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონების საზღვარზე დაფიქსირდა განვითარების პროცესში მყოფი შიდამასიური სეტყვის ღრუბელი, ხოლო 21:00-დან 00:00-მდე ღრუბელმა განვითარება დაიწყო გურჯაანის, ყვარლის, თელავის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონების თავზე.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სეტყვის ალბათობა 80%-ს აღემატებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 15-დან 30 მმ- მდე მერყეობდა, ხოლო ღრუბლის მასების საერთო ფართობმა 1500 კმ2-ს მიაღწია.

სტიქიის თავიდან აცილების მიზნით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა დღემდე უპრეცენდენტო სამუშაოები გაატარა და ზემოთაღნიშნულ რაიონებში 15-ჯერ განახორციელა ღრუბლების სარაკეტო დამუშავება. გასროლილ იქნა 160 ერთულამდე რაკეტა.

ზემოქმედების შედეგად ღრუბლების სრული მასა ადგილზე ჩამოიცალა წვიმისა და უწვრილესი, უვნებელი ყინულის კრისტალების სახით.

სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო, მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა.

სსსტც “დელტა” აღნიშნული რაკეტების შესყიდვას მაკედონიიდან ახორციელებს და შესაბამისად მსგავსი ხარვეზი "დელტასგან" დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს შესწავლა, რათა სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული. ხოლო რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, ის სრულად იქნება ანაზღაურებული“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42