გიორგი ბაქრაძე ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზად უარყოფით მოლოდინებს ასახელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:35, 17 Sep, 2015     3320

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი ბაქრაძის შეფასებით ეროვნული ვალუტაზე საგარეო შოკების გავლენა უკვე აისახა, ამჟამად კი მის გაუფასურების მიზეზი უარყოფითი მოლოდინებია.

"ჩვენ ვთვლით, რომ საგარეო შოკი კურსზე იყო და არის ასახული, ახლა პრობლემაა მოლოდინები და გარკვეულწილად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის გამოსვლები, რომ აი, გაუფასურდება და ა.შ. ეს ძალიან მოქმედებს. დღეს კურსის დინამიკაზე ძირითად გავლენას ახდენს მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინი და პირველ რიგში საჭიროა ამ უარყოფითი მოლოდინის შერბილება. ისევ და ისევ ნაკლებად უნდა დაუჯერონ ზოგიერთ ექსპერტს. ვთვლი, რომ თუ უარყოფითი მოლოდინები ჩაცხრა, ხალხი დაინახავს და დარწმუნდება იმაში, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის. მგონია, სიტუაცია კურსთან დაკავშირებით უნდა დაწყნარდეს. დღეს ძირითადი გავლენა ლარის კურსზე მოდის მოლოდინებიდან", - განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი ბაქრაძის თქმით არსებულ ვითარებაში სებ-ის მხრიდან ინტერვენციების განხორციელებას გადამწყვეტი როლი არ ექნება:

"არ მგონია, რომ ინტერვენციებს ჰქონდეს ახლა აზრი, იმის გამო, რომ დღევანდელი კურსის დინამიკა არის უარყოფითი მოლოდინების შედეგი, ინტერვენციებს უბრალოდ გადამწყვეტი როლი არ ექნება", - აღნიშნა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42