გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება
საზოგადოება - 11:50, 17 Sep, 2015     3231
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ერისთავის ქუჩაზე წყალსადენის 700 მმ-იან ქსელზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დილიდან ახორციელებს.

აღნიშნული დაზიანების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 05:50 წუთზე დაფიქსირდა. GWP-ის ტექნიკური ბრიგადების მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება და ტექნიკური სამუშაოები 06:40წუთისთვის უკვე დაწყებული იყო. წყალმომარაგების წყვეტის შესახებ ინფორმაცია აბონენტებს, SMS შეტყობინების სახით 06:30 წუთზე მიეწოდა.

წყალმომარაგების ალტერნატიულ კვებაზე გადართვის შედეგად, შესაძლებელი გახდა, აბონენტების დიდი ნაწილისთვის, დილის 10:00 საათიდან წყალმომარაგების აღდგენა.

ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 17 სექტემბერს 07:00 საათიდან 18 სექტემბრის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

-წერეთლის გამზირს #91-დან ბოლომდე, სამტრედიის, გრიგოლ რობაქიძის, აგლაძის, სანაპიროს, თ. ერისთავის, დგებუაძის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩებს, ასევე დიდუბის დასახლებას

დღის მანძილზე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ლოკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება, შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli მეშვეობით.

წყალსადენის დაზიანების მიზეზებს, კომპანია უახლოეს მომავალში გამოიკვლევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42