"გიგი უგულავა უკანონო პატიმარია" - აქცია საქალაქო სასამართლოსთან
საზოგადოება - 11:09, 17 Sep, 2015     1712

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს, 12:00-ზე, საპროტესტო აქცია სახელწოდებით - "გიგი უგულავა უკანონო პატიმარია" გაიმართება.

ორგანიზატორებმა აქცია სწორედ იმ დროს დანიშნეს, როდესაც უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც ადვოკატი დასკვნითი სიტყვას წარმოთქვამს.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა უგვანი ფორმებით ცდილობდა ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურებას. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ცდილობს კანონის და სასამართლო რეგლამენტის დარღვევით მიუსაჯოს გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთა ისე, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოუწიოს. მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელმაც 17 სექტემბერს გიგის პროცესი უნდა გამართოს, ხელისუფლების მძევალია. მას რამდენიმე თვის წინ მოუვიდა ავარია, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა. ეს საქმე დამოკლეს მახვილივით კიდია მის თავზე. მოსამართლის და მმართველი ძალის შეთანხმებული მოქმედება მისდა უნებურად დაადასტურა კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, რომელმაც გაამხილა მოსამართლის განზრახვა "საბოლოოდ მიუსაჯოს" 17 სექტემბერს. ხელისუფლების მსგავსი თავგასულობით ზიანი ადგება არა მხოლოდ გიგი უგულავას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის წარმოადგენს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ხელისუფლების მსგავსი თავგასულობა დარტყმის ქვეშ აყენებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს სანდოობას, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას, აზიანებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ ეკონომიკას. ყველა, ვინც ზემოთქმულს იზიარებთ და ვისაც შეგიძლიათ, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მოდით საქალაქო სასამართლოსთან 17 სექტემბერს, 12:00 საათზე და ჩვენთან ერთად გააპროტესტეთ ხელისუფლების თავგასულობა", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის სარჩელი უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გუშინ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42