საპარტნიორო ფონდმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:42, 16 Sep, 2015     1385
საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინა მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.

წინა მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას დასამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე.

მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, მთავრობის წევრებმა, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩებმა და K Water-ისა და Salini Impregilo-ს ხელმძღვანელმა პირებმა.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ „სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში იმპორტს ჩაანაცვლებს და განამტკიცებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით აღნიშნა საპარტნიორო ფონდის გუნდის წვლილი.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ეს იყო ხანგრძლივი, რთული მოლაპარაკების პერიოდი, რომელიც წარმატებით დასრულდა. „1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებაში სხვა ფაქტორებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ სადგური 35 წელში უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე გადაეცემა სახელმწიფოს,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

K-Water-ის პრეზიდენტმა გაევონ ჩოიმ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა კორეიდან აღნიშნა, რომ მისი კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს პროექტის წარმატებისთვის. „ველოდები, რომ ამ პროექტის განხორციელებით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს და განავითარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს,“-განაცხადა გაევონ ჩოიმ.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულკომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზ ეაშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo განახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42