ბაკურიანში პირველი აკვა-პარკი აშენდება
საზოგადოება - 15:24, 16 Sep, 2015     1576

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს დაბა ბაკურიანს ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, მათ შორის დიდველზე მიმდინარე სამუშაოები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოინახულა საპროექტო ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინვესტორს სურვილი აქვს, ააშენოს აკვა-პარკი, ველნესცენტრი და ფიტნესცენტი. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სრიალისშემდგომი დასვენების ადგილები გაჩნდეს ბაკურიანში. ეს არის განვითარების შემდეგი ფაზა იმისთვის, რომ დამსვენებლებმა სრიალის შემდგომ თავისუფალი დრო შინაარსიანად გაატარონ“, -აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორთან და გაკეთდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის განერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც შემდეგში საინვესტიციო ხელშეკრულებას დაერთვება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს მეტი რწმუნება იქნება სახელმწიფოსთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განაშენიანება მოხდება არა ქაოტური, არამედ მიზანმიმართული და წინასწარშეთანხმებული გეგმით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ. მისი განცხადებით, აკვა-პარკის მშენებლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა და ის ბაკურიანს მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება. აკვა-პარკი პირველ ეტაპზე ერთდროულად მიიღებს 500-600 ადამიანს,თუმცა, როგორც ინვესტორმა აღნიშნა, ბაკურიანის ბუნება და ლანდშაფტი უნიკალურია სპორტსმენებისთვის და არამარტო აკვა-პარკის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საშუალებასაც იძლევა - გასართობ-დასასვენებელი, სავაჭრო და საბავშვო ცენტრების, ასევე სასტუმრო კომპლექსის, საკონფერენციო დარბაზების, ფიტნესის სპეცდარბაზების და ა.შ.

ინვესტიცია რამდენიმე მილიონ დოლარს მოიცავს და ის ეტაპობრივადა განხორციელდება. პირველ ეტაპი აკვა-პარკის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე გაზაფხულზე დაიწყება, მომავალიზამთრის სეზონზე კი ვიზიტორებს უკვე შეეძლებათ აკვა-პარკით სარგებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42