"სირთულეები იყო, მაგრამ პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ..."
საზოგადოება - 15:22, 16 Sep, 2015     12698

მომღერალი მაკა ზამბახიძე ერთ თვეში ქმართან, ვახო ჭუმბურიძესთან და შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად წყნეთში გადადის საცხოვრებლად.

მომღერალმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და საკუთარი ბუდე მოიწყო, სადაც თითოეული ნივთი, დეტალი მისი გემოვნებით არის შერჩეული. სიახლეებზე მომღერალი "სარკესთან" საუბრობს.

- თქვენი გამოცდილებიდან რა შეგიძლიათ ურჩიოთ ახალგაზრდა წყვილებს, როგორ ააწყონ ურთიერთობა?

- ნაკლები პობლემები მოახვიეთ ერთმანეთს, თორემ დროთა განმავლობაში ეს ილექება და სიყვარული ქრება. ურთიერთობას ფაქიზად მოექეცით. პრობლემებს მეც და ვახოც ერთობლივად განვიხილავთ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ და თავად მოვაგვაროთ. პრობლემური არავის სჭირდები, თუ დედას და მამას არ ჩავთვლით. რეალიზებული, საქმეში წარმატებული უნდა იყო და შენი პრობლემები შეძლებისდაგვარად თავად უნდა გადაჭრა. სიყვარული, გაგება და გატანა რომ მთავარია, ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ თუ დამატებით ასეთ დეტალებსაც გავითვალისწინებთ, ურთიერთობა ნამდვილად არ დაზიანდება.

- ქმარს ისევე ეპრანჭებით, როგორც მაშინ, როცა თქვენი ურთიერთობა იწყებოდა?

- პრანჭიკელა ვარ. ვახოს ალბათ ისე ძალიან აღარ ვეპრანჭები, როგორც ადრე. იმ პერიოდს ვერაფერი შეედრება, როდესაც ურთიერთობას ვიწყებდით და ფლირტი გვქონდა. ის დრო შეუდარებელია და ვერ განმეორდება.

- თქვენს წყვილს კონკრეტულად რა სირთულეების გადალახვა მოუწია?

- რა თქმა უნდა, სირთულეები იყო, რამაც გარკვეული პერიოდი იმოქმედა კიდეც ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია, პრობლემებს გავუძელით და ურთიერთობა გადავარჩინეთ.


წყარო: ჟურნალი "სარკე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42