რა ღირს თბილისში ყველაზე პრესტიჟული ბაღები - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სია და ფასები
საზოგადოება - 13:30, 16 Sep, 2015     19613
დედაქალაქში საბავშვო ბაღების საკითხი ისევ მწვავედ დგას. მუნიციპალურ ბაღებში რეგისტრაცია კარგა ხანია დასრულდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებულების მიღმა წელსაც ათასობით ბავშვი დარჩა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემების გამწვავებას განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულმა რეგულაციამ შეუწყო ხელი, რომლის თანახმად, 5 წლის ასაკის ბავშვები სკოლებში არ დაიშვებიან. ამასთან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბაღებში რეგისტრაციას, პირველ ეტაპზე, სოციალურად დაუცველი და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები გადიოდნენ. მეორე ეტაპი 8 ივლისს დაიწყო, თუმცა ამ დროსითვის სახელმწიფო ბაღებში ადგილები თითქმის აღარ იყო.

მშობლები პატარების საბავშვო ბაღში რეგისტრაციის მექანიზმს დღემდე აპროტესტებენ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მათი კატეგორიებად დაყოფა გაუმართლებელია, რადგან მათ სახელმწიფო არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

მაშინ როცა სამისნიტრო სახელწიფო ბაღების მიღმა დარჩებნილი ბავშვების მშობლებს ალტერნატივას არ სთავაზობს, უპირობო არჩევანის დრო დგება და დედაქალაქში საკმაოდ მომრავლებულ კერძო საბავშვო ბაღებს შორის საუკეთესოს ძიებას იწყებენ, რომლებსაც თავის მხრივ, გარკვეული სეგმენტი საკმაოდ მრავლად მიმართავს.

თუმცა ზოგიერთ ბაღში სწავლის საფასური საკმაოდ არაადეკვატურად მაღალია.

ე.წ პრესტიჟულ ბაღებში მშობლები დაახლოებით 350-450 დოლარს იხდიან არიან ბაღები, რომელთა ყოველწლირი გადასახადი უმაღლეს სასწავლებლის საფასურს აჭარბებს და 4 600 ევროს აღწევს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის „ნიუპოსტი“ გთავაზობთ 8 კერძო ბაღის სიას და მათ ფასებს, არჩევანი საბოლოოდ მაინც თქვენი გასაკეთებელია.

სკოლამდელი აღსაზრდელთა დაწესებულებების სფეროში სიახლეა - საქართველოში English World Corporation-ის ახალი საბავშვო ბაღით “ინგლისური სამყარო დირსიში” გაიხსნა. საბავშვო ბაღი სთავაზობს მსურველებს ბავშვის განვითარების უნიკალურ კონცეფციას აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის გამოცდილებაზე დაყრდნობით. სკოლმდელი აზღრდის დაწესებულებაში ამბობენ, რომ სწავლის საფასური - 450 ლარი რეალურად პასუხობს იმ ხარისხს, რასაც “ინგლისური სამყარო დირსიში” დასაქმებული პროფესიონალები სთავაზობენ მშობლებს. ახალი საბავშვო ბაღი აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე სტანდარტებით, დაცულია უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმებით. ახალი საბავშვო ბაღში ინგლისური ენის სწავლება მიმდინარეობს ბრიტანული მეთოდოლოგიით, რომელიც არის შექმნილი მაკ მილანის და პირსონის მიერ. გარდა ამისა, როგორც ბაღის დამფუძნებლები აცხადებენ, ცალკე ასწავლიან ბავშვებს მათემატიკურ უნარებს.

კერძო ბაგა-ბაღი „რედიქსი" - კვირის სამუშაო დღეებში 09:00 - 19:00 საათამდე მუშაობს, სწავლის საფასური კი თვეში – 350 აშშ დოლარია (ექვივალენტი ლარებში); ერთიანი გადახდის შემთხვევაში თანხა 3000 დოლარს შეადგენს. თუ მშობელს ბავშვის ბაღღი დატოვება ნახევარი დღით სურს (09:00-დან 15:00 საათამდე) ყოველთვიურად 250 დოლარის გადახდა მოუწევს.

თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) განკუთვნილია 4 ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებისათვის (2-3 წელი, 3-4 წელი, 4-5 წელი და 5 + (სასკოლო მზაობის პროგრამები). ბაღში ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი ჯგუფები. წლიური გადასახადია 4800 ლარია, თვეში კი 480 ლარი ჯდება.

საბავშვო ბაგა-ბაღში “ქინდერვილი” თითქმის ერთი წელია რაც გაიხსნა, აქ ბავშვებს წლინახევრის ასაკიდან იღებენ. მშობლებს კი 450 ლარის გადახდა უწევთ. „ქინდერვილში“ ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანსაღ, არაგენმოდიფიცირებულ კვებასთან ერთად, უსაფრთხო გარემოა.

აღსაზრდელების ნაკლებობას არ უჩივის "იუჯი ბაღიც" იგივე საქართველოს უნივერსიტეტის საბავშვო ბაღი. აქ ყოველწლიურური გადასახადი თითქმის უნივერსიტეტისას უტოლდება, მშობლები ამ ბაღში ყოველთვიურად 450 ლარს იხდიან.

სკოლამდელი განათლების აკადემია „წიგნიერში" 1 თვის გადასახადი 350 ლარი. ბაგა-ბაღი „წიგნიერი“ იღებს 1,5-7 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში - ივლისშიც.

რაც შეეხება ბრიტანულ - ქართულ აკადემიის ბაღს, აქ ფიქსირებული გადასახადი - 320 დოლარია.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის პერსონალში აცხადებენ, რომ მასწავლებლების უმრავლესობას მიღებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

მაღალი ფასებით გამოირჩევა ფრანგული საბავშვო ბაღიც, სადაც სწავლის საფასური 4 100 ევროდან - 4 600 ევრომდე მერყეობს. სხვათაშორის ბაღისა და სკოლის მშენებლობა 2010 წელს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

მაღალ საფასურს ბაღის ადმინისტარცაია ფრანგული განათლების მაღალი ხარისხით, უსაფრთხოებით, განსაკუთრებული კვებისა და აღზრის მრავალფეროვნებით ხსნის.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42