მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელსაც უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, ისევ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტი სტაციონარში გულის ტკივილით შეიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება. მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა. ამის მიზეზად მოსამართლე ტურავას ავადმყოფობა გდასახელდა. გადაწყვეტილება გუშინ 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განაჩენის გამოცხადება ერთი საათით გადაიდო.
საქმე ეხებ უგულავას მიერ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, სადაც უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს. ყოფილი მერის თქმით, მის წინააღმდეგ კანონი პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული და წინასწარ პატიმრობაში არაკონსტიტუციურად იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






