12 სექტემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამოდელო სააგენოტო "კატრინი"-ს ორგანიზებით "მისს პლანეტის" მსოფლიო ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს 25-მდე ქვეყნის გამარჯვებული კონკურსანტი შეეჯიბრება. ჩვენს ქვეყანას ამ მნიშვნელოვან კონკურსზე, სამოდელო სახლ "კატრინის" მოდელი 18 წლის თინათინ ბაბლუანი წარმოადგენდა.
თიკა ბაბლუანს „კვირის პალიტრა“ ესუაბრა:
გავიზარდე და სკოლა დავამთავრე თეთრ წყაროში. მყავს დედ-მამა და და-ძმა. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მამაჩემი ხელოვანია, მხატვარი და ამჯერად ძეგლთა დაცვის თანამშრომელია. დედა კი სპორტსმენია, ახლა სკოლაში სპორტის პედეგოგად მუშაობს.
- დიდი ხანია, რაც თქვენი ოჯახი სოციალურად დაიცველის სტატუსით სარგებლობს?
- ადრე ვსარგებლობდით, მერე შეგვიწყვიტეს, ქულები არ გვეყო, ახლახანს, ისევ აღვიდგინეს. დედა სულ მგულშემატკივრობდა, მასაც ჩემსავით უნდოდა ოცნება რომ ამხდენოდა. 6 წლის წინ პირველად შევხვდი "კატრისნის" ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს, კრისტი ყიფშიძეს და ნინი შერმადინს. ისინი ჩვენს რაიონში იყვნენ ჩამოსული და ბავშვებს არჩევდნენ. ამ შეხვედრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მიხარია, რომ ეს ადამიანები დღეს "ჩვენს აღმოჩენას" მიწოდებენ. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა... გვერდში დგომასა და მიზნისკენ სწრაფვაში "კატრინის" ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი დამეხმარა. ის ჩემი მეორე დედაა. მან წამომიყვანა თბილისში, მან მასწავლა ყველაფერი ის, რაც პროფესიონალ მოდელს სჭირდება და თბილისში ყოფნისასაც მასთან ვცხოვრობ ხოლმე. როდესაც მეცადინეობები გვქონდა, ან რაიმე კონკურსი, ქალბატონი ეკა მიგზავნიდა ხოლმე სამგზავრო ფულს და ისე ჩამოვდიოდი.
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






