"საქართველოს რკინიგზა" ფოთის სადგურში მომხდარ შეჯახებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეჯახების მიზეზი კერძო კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევა გახდა.
"ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას", - ნათქვამია განცხადებაში.
ფოთში-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი დაეჯახა. შემთხვევა ფოთის რკინიგზის სადგურში იმ დროს მოხდა, როდესაც მატარებელი მგზავრებით ივსებოდა. მომხდარის გამო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები






