ვინ გაულამაზა ცხელი ზაფხული თიკო მოსემღვდლიშვილს
საზოგადოება - 19:05, 15 Sep, 2015     24193

მსახიობსა და მომღერალს - თიკო მოსემღვდლიშვილს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, მაგრამ ამბობს, - ზედმეტი ყურადღებაც არ ვარგაო.

ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მათი რიცხვი ზაფხულში კიდევ უფრო მეტად გაზრდილა. ჰოდა, ერთ-ერთმა მათგანმა შეძლო, თიკოსთვის დასვენების დღეები გაელამაზებინა.

საზღვაო რომანი ან ფლირტი არასდროს გქონია? სანაპიროზე ყოფნისას, მამარობით სქესის წარმომადგენლებს შენი გაცნობის სურვილი არ გამოუთქვამთ?

- ვერ ვიტან სიტუაციას, როცა პლაჟზე შენთვის, მშვიდად ხარ, ვიღაც მოდის და მყუდროებას გირღვევს ან ზღვაში ხარ, ცურავ და უცებ, ვიღაც შენთან საუბრის წამოწყებას ცდილობს... ასეთ დროს ცოტა ეშმაკურად ვიქცევი: მაგალითად, მეგობარს ვეძახი, - სახლში წავიდეთ-მეთქი და თან, წყლიდან ამოსვლას ვიწყებ. ის ვიღაც ნაპირისკენ მიდის, მე კი ზღვაში ვრჩები ამაყი იმით, რომ მამაკაცი გავაცურე (იცინის). მოკლედ, დროებით ნაცნობობას ყოველთვის თავს ვარიდებ. საკურორტო რომანების მოყვარული არ ვარ და არასდროს ვეძებ პიროვნებას ზაფხულის გასალამაზებლად.

- ანუ ამ ზაფხულს ფლირტი არ გქონია?

- არა, მაგრამ უნდა ვაღიარო, - ერთმა ადამიანმა შეძლო, რომ წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ლამაზი გაეხადა ჩემთვის. თუმცა, მასთან ურთიერთობას რომანს ვერ დავარქმევ.

- ახლა სად არის ის ადამიანი? ზაფხულის დამთავრებისთანავე გაუჩინარდა?

- მასზე ჯერჯერობით, მეტს ვერაფერს გეტყვით (იცინის).


წყარო: ჟურნალი "გზა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42