მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სისტემა
საზოგადოება - 16:59, 15 Sep, 2015     1335

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მედიას სქემის დანერგვის პროცესში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ სქემის შესახებ შექმნილი დოკუმენტი ნათლად წარმოგვიდგენს მიზნებსა და ამოცანებს, ჩვენ ვეცადეთ იმპლემენტაციის პროცესის თითეულ ეტაპზე მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის მაქსიმალურად გაგვემარტივებინა სქემაში ჩართვა. ამისათვის, განხორციელდა სკოლის დირექტორების კონსულტირება ქვეყნის მასშტაბით; მომზადდა სქემის გზამკვლევის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები და შეიქმნა უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმი, რათა ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მუდმივ რეჟიმში ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას; გარდა ამისა, მზადდება სპეციალური ვიდეო-ინსტრუქცია, რომელიც მასწავლებლებს განუმარტავს სქემაში განაწილების, სტატუსის მოპოვებისა და შენარჩუნების წესებს” - განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე განხორციელდა მასწავლებელთა გამოცდის შედეგების, ასევე მათი განათლებისა და სტაჟის შესახებ ინფორმაციის ასახვა eSchool-ში, რის საფუძველზეც, თვის ბოლომდე პედაგოგები განაწილდებიან სქემით განსაზღვრულ საფეხურებზე და მიენიჭებათ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სისტემაში განაწილების შემდეგ, თითეული მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციის მეშვეობით მიიღებს მომხმარებლის სახელსა და პაროლს სქემის რეგისტრაციის გასააქტიურებლად და ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ.

სქემაში მასწავლებელთა განაწილების შემდეგ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაიწყებს ტრენინგების სერიას მასწავლებლებისთვის.

„ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც წარმატებით აქვს საგნის გამოცდა ჩაბარებული, საშუალება ექნება გაიაროს პროფესიული განვითარების კურსი, რაც მათ 5 კრედიტქულას მიანიჭებს; სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან ფასილიტატორები, რათა ეფექტიანი დახმარება გაუწიონ კოლეგებს სქემით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში; წლის ბოლომდე კი განხორციელდება თვითშეფასებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება თვითშეფასების კითხვარის მაქსიმალურად ობიექტურად შევსებაში” - განაცხადეს პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42