კახელი მევენახეების პროტესტი გრძელდება. ისინი გურჯაანის გამგეობასთან შეიკრიბნენ, თუმცა აქციაზე გლეხების ნაწილი მივიდა. აქციაზე მყოფების ინფორმაციით, მევენახეებზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, რის გამოც მათ გამგეობასთან მისვლა ვერ შეძლეს.
"არც ოცნება მინდა არც ნაცების, მე ვითხოვ ფასის აწევას. ხალხს შეეშინდა ამ მთავრობისა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი გააჩნუმონ. ერთ კაცზე 3 პოლიციელი მოვიდა და რა უნდა ვქნათ?"- აცხადებენ მევენახეები. მათი თქმით, სანამ ყურძნის ფასი არ გაიზრდება აქციებს არ შეწყვეტენ.
აქციის პარალელურად დეპუტატები დარგობრივი და აგრარული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მევენახეების პრობლემაზე მსჯელობას აპირებენ. პარლამენტში მისვლას გეგმავს სოფლის მეურნეობის მინისტრიც, რომელიც კანონმდებლებს რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
შეგახსენებთ, რომ ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით მევენახეების აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






