გიორგი თითბერიძე, ადვოკატი:
"მომჩივანი ელისაბედ კიკნაძე ირწმუნება, რომ მისი წინაპარი ვერის სასაფლაოზე 1930 წელს, ერთ-ერთ სამარხშია დაკრძალული და 2015 წელს შეიტყო, რომ ამ საფლავშივე დაუკრძალავთ მზია წერეთელი. არადა, ქალბატონი მზია 1999 წელს დაკრძალეს. 16 წელია დგას დაფაც შესაბამისი წარწერით. კიკნაძე კი გაიძახის, ახლა გავიგე, რომ იქ სხვა დაუკრძალავთო. წლებია, იქ დაკრძალულია მზია წერეთლის ძმა, ჯონდო წერეთელი, რომელიც ომში დაიღუპა და 1942 წელს დაკრძალეს. და და დისშვილები უვლიდნენ ჯონდოს საფლავს. ვერის სასაფლაო წლების მანძილზე დაკეტილი იყო, მერე გაიხსნა. როცა მზია გარდაიცვალა, ის ძმის გვერდით დაკრძალეს. ახლა მზიას მეუღლე გარდაიცვალა და მოსარჩელე ხელს უშლის ოჯახს საფლავის გათხრაში.
"ჰერმესს" უნდა გაეწია ოჯახისთვის მომსახურება, გამოიწერა ინვოისი, თანხის გადასახდელად რომ მივიდა მზიას შვილი, დაურეკეს "ჰერმესიდან" და უთხრეს, ფული არ გადაიხადოთ, საქმე სასამართლოში ყოფილაო. არადა, ტერიტორია დაყადაღებული არ არის, სასამართლოს არ შეუჩერებია სასაფლაოს გამოყენების უფლება.
სრულად იხილეთ "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






