ბანაკის ფარგლებში მოხდება ახალგაზრდები ინფორმირება ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და აღნიშნულ პროგრამაში მათი ჩართლობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე პროგრამის მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების გაღრმავება, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება და ერთობლივი საქმიანობების წახალისება. ბანაკის ფარგლებში სამუშაო თემები წარიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ღირებულებების სპეციფიკიდან გამომდინარე.
გახსნის ცერემენიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე და ევროპის ახალგაზრდული ფორუმის წარმომადგენელი საქართველოში დორუ ქუროშუ დაესწრნენ.
მოწვეულმა სტუმარმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და მათ წარმატება უსურვეს.
მასალის გამოყენების პირობები






