მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. სტატისტიკა საგანგაშოა - სუიციდის მსურველთა და განმახორციელებელთა რიცხვი მატულობს, ასაკი კი მცირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვემოთ ახალგაზრდებზე მოდის.
კვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდის მსურველი ქალებში გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა, თვითმკვლელი მამაკაცები ჭარბობენ ქალებს.
არასახარბიელო მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაშიც. სუიციდის ფაქტები განსაკუთრებით ახალგაზრდებში მომრავლდა.
გთავაზობთ ბოლო ერთი ვრთი თვის განმავლობაში მომხდარ გახმაურებულ შემთხვევებს, რომელიც ძალიან მძიმეა თუმცა დამაფიქრებელი.
ბოლო ტრაგედია დღეს, 14 სექტემბერს რუსთავში მოხდა.
მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი მემორიალის კარკასს შეასკდა, მძღოლი - 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცმა შეჯახებამდე შეყვარებულს დაურეკა და დაემშვიდობა.
სამი დღის წინ, კი 23 წლის იუმორისტი მაღლივის ხიდიდან გადმოხტა. ზუკა კოკაიამ შემზარავი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანამდე ვრცელი წერილი დატოვა, სადაც ახალგაზრდა ამბობს: "ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე სიკვდილი,მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ..."
მსახიობის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, განსხვავებით 45 წლის მამაკაცისა, რომელმაც სააბაზანოში თავი ვალის გამო ჩამოიხრჩო.
სავარაუდოდ ფინანსური პრობლემის გამო მოიკლა თავი 23 წლის ჯარისკაცმა ტარიელ ფანჩულიძემაც.
1-ელ სექტემბერს ნორიოს საწვრთნელ ცენტრში პირველი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა, საშტატო იარაღით თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს, სადაც ის ახლობლებს ემშვიდობება. წერილის შინარსს ოჯახი არ ახმაურებს.
თვითმკვლელობა სცადა 20 წლის ახალგაზრდამ ზუგდიდშიც. ოპერის მიმღერალმა - ჯანო იზორიამ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა, ალმოდებულ შვილი სიკვდილს მამამ გადაარჩინა. მამა-შვილი დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან, მათი მდგომარეობა მძიმეა.
იზორიას თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა გიორგი ბელქანიას სუიციდი. 25 წლის ახალგაზრდამ 23 ჭრილობა მიიყენა სხეულზე... გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი დანით მიყენებულ თითოეულ ჭრილობას საკუთარი ხელით აფართოებდა, მათ შორის გულის არეში. საკუთარი ხელით სასტიკად დაჭრილი ბიჭის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ეს იყო ბოლო პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობის ყველაზე სასტიკი გამოვლნება. დღემდე უცნობია, რა იყო ბიჭის ასეთი აფექტური მდგომარეობის მიზეზე.
რა ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზები შეიძლება ჰქონდეს სუიციდს და რა გარემო-პირობებს მიჰყავს ადამიანი თვითმკვლელობამდე. რას ამბობენ სასულიერო პირები და ფიქოლოგები. ,,ნიუპოსტი" მამა პეტრეს და ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას ესაუბრა.
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი - პეტრე კოლხი: ზოგადად ადამიანის გარდაცვალება დაკავშირებულია დიდ ტკივილთან, უფრო დიდი ტკივილია თვითმკვლელობა, როცა ადამიანი არ გიტოვებს საშუალებას, ილოცო საყვარელი ადამიანისთვის, წესი აუგო მას და დაკრძალო ეკლესიის წესითა და კანონით.
თვითმკვლელობა ეკლესიის მიერ ხდება შეწყნარებული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არ არის საღ გონებაზე და მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.
სასულიერო პირები პირად ლოცვებში მაინც ვიხსენიებთ დაღუპულებს, თუ რა თქმა უნდა ადამიანი მხოლოდ, რაღაც ახირებების გამო არ იკლავს თავს. როცა ადამიანი არის ფსიქიკურად ჯამრთელი და იკლავს თავს, ის სჩადის გამიზნულ ბოროტებას. ეს ხდება იმ ადამიანების კატეგორიაში, რომლებიც თვლინ, რომ საზოგადოებისთვის რაღაცას წარმოადგენენ, ან ცდილობენ მასას, რაღაცა დაანახონ, რომ ისტორიას ამ ფორმით შემორჩნენ.
ძირითადად, თვთმკვლელები ხდებიან ის ადამიანები, ვისაც აქვს ე.წ ზემოქმედებითი ნიჭი. წერს, პოეზითაა გატაცებული, მხატვარია და ცდილობს საკუთარი ადგილი დაიკავოს ამ სივცეში. მაგრამ მათ ერთი რამე მწარედ ეშლებათ: საზოგადოებაში დამკვიდრება არა სუიციდით, არამედ ნიჭის მაქსიმალური გამოვლენით და საკუთარი თავის რეალიზებითაა შესაძლებელი.
ახალგაზრდა შემოქედები თავს უტოლებენ პაოლო იაშვილს და გალაქტიონს, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
როდესაც ამ ბუმბერაზ ადამიანებს ვახსენებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემო-პირობები, სოციალური ფონი, რა გარემოშიც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და უნდა ვიცოდეთ, როგორი იყო მათი სულიერი მდგომარეობა.
იაშვილის თუ გამოიყენებ მაგალითად, საკუთარი თვითმკვლელობის გასასამართლებლად, უნდა გახსოვდეს, რომ მან კი არ მოიკლა თავი, არქამედ საზოგადოებამ მოკლა ის, აიძულა, თვითმკვლელობამდე მისულიყო. არსებობს წერილი პაოლო იაშვილისა, რომელიც ქალიშვილს დაუტოვა და სწორედ ამის მერე მწერალთა კავშირის კუთვნილი თოფით მოიკლა თავი.
რაც შეეხება გალაქტიონს, მისი გარდაცვალება ბურუსით არის მოცული.
ნუ მოვახდენთ შემოქმედების რეალიზებას თვითმკვლელობით, რადგან ეს ყურადღება წარმავალია, 2-3 დღე ისაუბრებენ თქვენზე და მერე დავიწყებას მივეცემით. თავის მოკვლა არ არის სიძლიერე, ის ძალიან დიდი სისუსტეა. კრიზისული სიტუაცია ყველა ჩენთაგანს აქვს, ის მოძღვართან გულახდილი საუბრებით, ტაძარში ხშირი სიარულით და ღმერთათან სიახლოვით უნდა დავძლიოთ.
ძალიან გთხოვთ შევეხიდოთ ერთმანეთს, გულები გაუხსნათ, ვიფიქროთ ახლობლებზე. თვითმკვლელობა არ არის ხსნა...
რუსუდან მირცხულავა - ფსიქოლოგი: სუიციდი მიეკუთვნება თვითაგრესიის ფორმას, როდესაც ადამიანის აგრესია მის საკუთარ პერსონაზეა მიმართული. ასეთ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში რამდენიმე მიზეზი გააჩნიათ. ეს მიზეზები შეიძლება დაკავშირებული იყოს ეკონომიკურ სფეროსთან, სოციალურ საკითხებთან, ბიოლოგიურ სფეროსთან და ფსიქო-სოციალურ საკითხებთან.
სუიციდიოლოგიური გარემოს გაუარესება შეიძლება პირდაპირ იყოს მიბმული ზემოაღნიშნულ მიზეზებზე, ამიტომ, როცა ადამიანი სენსიტიურია სიყვარულის, ეკონომიკური შეჭირვებისას მას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება.
სამწუხაროდ, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ახალგაზრდები, ხშირ შემთხვევასი მათ არ აქვთ მათთვის სასურველი სტატუსი, ვერ ახდენენ თვითრეალიზებას. შესაბამისად ისინი ყველაზე ინტენსიურად რეაგირებენ მავნე, ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებაზე.
დახმარება შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს - ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. სპეციალისტი გადაწყვეტს რა არის საჭირო - ფსიქოთერაპია, მედიკამენტები თუ ორივე ერთად.
(ანა 19 წლის): 16 წლის ასაკში, როგორც ჩემი თანატოლების მსგავსად მეც მქონდა ინტერესთა კონფლიქტი მშობლებთან, მეგონა, რომ მათ ჩემი არ ესმოდათ, შყვარებულთან გართულებულ ურთიერთობას დაემატა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის გარდაცვალება და მეც მივმართე სუიციდს, სამართებელი შიშის გრძნობის გარეშე ავიღე, შიში და დაიწყო მას მერე, რაც აბაზანაში ჩემივე გადახსნილი ხელი არ ვნახე, ამის შემდეგ, წამებში ჩნდება სირცხვილის გრძნობა, საბედნიეროდ დედა მიხვდა ჩემი ჩაკეტვის მიზანს, სასწაფოც მალევე მოვიდა. ვთვლი, რომ თავის მოკვლა არ არის გამოსავალი. ძლიერი ადამიანები სოცოცხლისთვის იბრძვიან, რაც არ უნდა სასტიკი იყოს ცხოვრება. მე ვიცი თქვენ რას გრძნობთ, ის თეთრი გვირაბი მეც ნანახი მაქვს, მჯერა რომ გვირაბის ბოლოს სიბნელეა.
10 სექტემბერს მსოფლიო თვითმკვლელობის პრევენციის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ადამიანები მაჯაზე იწერენ „Love“- ს - ნიშნად თანაგრძნობისა, ვინც სუიციდზე ფიქრობს ან უფიქრია.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






