დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოებზე ფასის მატებას განათლების მინისტრის მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს.
„განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს და სხვა ხელმძღვანელებს არ ესმით ნიუტონის მესამე კანონი, რომ ყველა ქმედებას მოყვება უკუპროპოციული კონტრ-ქმედება, ამას ბავშვებს ასწავლიან სკოლაში. როდესაც სანიკიძემ დაარღვია შეთანხმება გამომცემლებთან, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ 2011 წელს, რომ არცერთი სახელმძღვანელო არ უნდა ღირებულიყო ათ ლარზე მეტი -სანიკიძემ მათ წაართვა სახელმძღვანელოები და გააკულაკა ისინი. სამინისტრომ თვითონ დაბეჭდა ძალიან ცოტა ოდენობით სახელმძღვანელო და ბავშვებს, დაახლეობით 90 %-ს შეხვდა ძველი სახელმძღვანელო, რასაც მოყვა უკუქმედება, რომ ახალი სახელმძღვანელოების ფასი გაიზარდა ბაზარზე. საქართველოში არის დახლოებით 80 ათასი ბავშვი, რომელიც დადის კერძო სკოლებში, საიდანაც აბსოლიტური უმრავლესობა არ არის ძვირადღირებული სკოლა, მათ შორის არის საპატრიარქოს სკოლები, სადაც არ სწავლობენ ძალიან მდიდარი მშობლების შვილები. ყველა ბავშვისთვის, რომელიც დადის კერძო სკოლაში წიგნის ფასი გაიზარდა 100 %-ით, მაგალითად თუ ღირდა სახელმძღვანელო 7 ლარი, დღეს ღირს 14 ლარი. გარდა ამისა სახელმძღვანელოები გაიზარდა ყველა იმ მშოებლისთვის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საკუთარ შვილს უყიდოს ახალი სახელმძღვანელო. ეს არის პირდაპირი შედეგი, იმ მავნებლური პოლიტიკის, რომელსაც ეწევა თამარ სანიკიძე. იგი ვერ აკთებს გათვლას ორი ნაბიჯითაც კი, მან წინასწარ უნდა გათვალოს თუ რა მოყვება მის მოქმედებას. მის მქმედებას მოყვა ის, რომ ყველა ბავშვს, რომელიც დადის კერძო სკოლაში ორჯერ გაუძვირდა სახელმძღვანელო,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






