თბილისში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი იხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 14 Sep, 2015     4081

14 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი იხსნება, რომელიც საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-8 იქნება. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

„მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი, ზუგდიდის რესტორნის მსგავსად, გამოირჩევა მომსახურების ახალი, კომფორტული პლატფორმით, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და არის დრაივის ტიპის. რესტორანი განსხვავებული, ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი LIM CLAN კონცეფციის ინტერიერის დიზაინით გამოირჩევა, რომლის ტექნიკური სამუშაოების შესრულება ავსტრიულ კომპანია Schloffer-სეკუთვნის.რესტორნის დრაივი დამუშავებულია MERIM-Group-ის მიერ, სამზარეულო კი შვეიცარული Franke-ს უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი.

ახალი რესტორანი, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი პანდუსით, საპირფარეშოთი, კარითა და სხვა პირობებით. მენეჯერებს და მათ ასისტენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი ჟესტურ ენაში, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მომხმარებელთან კომუნიკაციას. ამავე რესტორანში უსინათლოთათვის დამზადებულია მენიუ ბრაელის შრიფტით.

· რესტორნის გასახსნელად გაკეთდა 4.7 მილიონი ლარის ინვესტიცია

· რესტორანში დასაქმებულია 60 ადამიანი

· ბიუჯეტში სავარაუდო წლიური შენატანი შეადგენს 1 მილიონ ლარს

„მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი საქართველოში, 1999 წელს გაიხსნა და მას შემდეგ კომპანიამ 38,2 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია გააკეთა, ხოლო „მაკდონალდსის“ მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 2015 წლის მონაცემებით, 49,9 მილიონი ლარი შეადგინა. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით „მაკდონალდსის“ 8 რესტორანში 730 თანამშრომელი მუშაობს. კომპანია ქსელის გაფართოებას გეგმავს და უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42