საპარტნიორო ფონდის გაუმჯობესებული ფინანსური შედეგები პროექტების რაოდენობაზე აისახა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:18, 14 Sep, 2015     1202
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდი ამჟამად 10-მდე პროექტს ახორციელებს, ხოლო 20-მდე პროექტი განხილვის პროცესშია. სექტემბერში, საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანიასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობას და 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას სვანეთში. წელს, ივლისში საპარტნიორო ფონდმა დაასრულა 239 მგვტ-ნი სიმძლავრის გარდაბნის შერეული ციკლის თბოსადგურის მშენებლობადა სადგური მზადაა სისტემაში ჩასართველად. ამ ორი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებით, როგორც ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ძირეულად შეიცვლება ენერგო ბალანსი ქვეყანაში. მიმდინარე პროექტებს შორისაა ასევე - რამდენიმე პროექტი სოფლის მეურნეობის და რამდენიმე ტურიზმის სექტორებიდან. გაზაფხულზე საპარტნიორო ფონდმა დაიწყო ადგილობრივ კომპანიასთან ერთად ლურჯი მოცვის მოყვანის და გადამუშავების პროექტი -„ვანრიკ აგრო“, მიიღო გადაწყვეტილება ხელახლა დააფინანსოს მეღორეობის ფერმა „კალანდა“, მალე დაიწყებს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად სათბურის პროექტის განხორციელებას დასავლეთ საქართველოში და ხილის დისტილატის საწარმოს პროექტს შიდა ქართლში. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ წელს ამ სექტორში როგორც საშუალო, ასევე, მაღალი კლასის 5 ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება დაიწყო, მათ შორისაა მსოფლიო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო -Hyatt Regency და 3-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქუთაისში.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების 2014 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ფონდის ფინანსურმა შემოსავლებმა 2014 წლის განმავლობაში ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ გაზრდილმა ფინანსურმა მაჩვენებელმა ფონდს შესაძლებლობა მისცა დაეფინანსებინა ყველა პრიორიტეტული პროექტი, როგორც სოფლის მეურნეობის, და წარმოების, ასევე ენერგეტიკული და ტურიზმის სექტორებიდან.

2014 წლის ფინანსური ანგარიშით, ფონდის წმინდა მოგება გაიზარდა 69%-ით 2013 წელთან შედარებით და 124.7 მლნ ლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა საოპერაციო მოგებაც და მან 243 მლნ ლარი შეადგინა. (რაც 2013 წლის მონაცემზე 17%-ით მეტია. 2013 წელს ეს ციფრი 207 მლნ ლარი იყო.) ფონდის ჯამური აქტივები გაიზარდა 8%-ით და შეადგინა 5.4 მილიარდი ლარი.

2014 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორთა დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნითაც ფონდის ფინანსური ანგარიში სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

2014 წლის ანგარიშში შესულია საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და „თელასის“ ფინანსური მონაცემები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42