"მე და საზოგადოების" სწავლება არ გადადებულა და 2016-2017 სასწავლო წლიდან იგეგმება
საზოგადოება - 12:35, 14 Sep, 2015     1555
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლაში ახალი სასკოლო საგნის „მე და საზოგადოება“ შეტანა გადაიდო, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების განცხადებით დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით „მე და საზოგადოება“ 2016-2017 სასწავლო წლიდან იგეგმება. საგნის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს, სტანდარტზე მუშაობა დასრულებული არ არის და ჯერჯერობით არც სახელმძღვანელოები დაბეჭდილა.

როგორც აგვისტოს თვეში სამინისტროში ახალი სასწავლო საგნის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. III-IV კლასის საგნობრივ სტანდარტებში დიდი ყურადღება დაეთმობა მოსწავლის სამოქალაქო აღზრდის კომპონენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი სრულყოფილი განვითრებისათვის. ახალ საგანში ძირითადი აქცენტები კეთდება მოსწავლის გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე და გარემოს დაცვაზე.

აღნიშნული საგნის სკოლაში შეტანას „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ პრეზიდენტი, რაინდის წოდების მქონე ლევან ვასაძე ეწინააღმდეგება. ვასაძის შეფასებით ეს საგანი მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას გამოიწვევს. აღნიშნული განცხადება ვასაძემ საზოგადოება „თბილისელის“ შეკრებაზე გააკეთა:

„ოჯახის სიმტკიცის, ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების და ღირებულებების დაცვის ნაცვლად სტანდარტი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ასწავლის მრავალფეროვნებას, გენდერულ თანასწორობას, ყველა ფორმის განსხვავებლობის მიმღებლობას, ოჯახური კონფლიქტების გასაჯაროებას და მიზნის მისაღწევად როლური თამაშების მეთოდი შემოაქვს. საგანი წარმოადგენს ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ თავისებურებებს. ოჯახის სიმტკიცის, მშობლების სიყვარულისა და პატივისცემის ნაცვლად აქცენტი გადატანილია ოჯახში ძალადობაზე, კონფლიქტზე, ბავშვის მიერ თავისი უფლებების დაცვასა და სხვადასხვა ფორმით მათ რეალიზებაზე. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო-სოციალური ექსპერიმენტი განათლების სამინისტროში მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც პარლამენტმა მიიო საქართველოს კანონი“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის მიერ განსხვავებულობის მიმღებლობაზე და ყველანაირი უმცირესობის დისკრიმინაციის მანკიერებაზე, მოსწავლეს ლგბტ პირთა ქცევის ნორმად აღიარებისკენაც მოვუწოდებთ და ერთგვარ პატივისცემას ვუნერგავთ.

საგანი „მე და საზოგადოება“ მენტალურად განსხვავებულია, სრულიად არის აცდენილი ქართულ რეალობას და მისი დანერგვა ბუნებრივად გამოიწვევს მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას. იმედს ვიტოვებთ, რომ ფართო საზოგადოება, რომლისთვისაც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საჯაროობის პრინციპის დარღვევით არ უზრუნველყო სტანდარტის ფართო და დეტალური გაცნობა, სათანადოდ შეაფასებს აღნიშნულ საგანგაშო ვიტარებას და არ დაუშვებს იმ პროცესის დაწყებას, რაც გამოიწვევს მომავალი თაობის ცნობიერებაში ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, პრინციპების და რწმენის სრულ რღვევას“-განაცხადა ვასაძემ

ვასაძის თქმით ამ საგნის შემოტანით მართლდება ჯორჯ სოროსის სიტყვები „თქვენთან კი არა, თქვენს შვილიშვილებთან ვაპირებთ თანამშრომლობას“-ო, როგორც ვასაძე აცხადებს რომ საგნის დანერგვის წინააღმდეგია საპატრიარქოც, მაგრამ „ქარავანი მიდის…“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42