"ბევრი უზუსტობა იყო ამ დღეებში. ყველა ქარხანა მზად არის მოსავლის მისაღებად, მაგრამ ვერ აბარებენ რადგან არ არის ყურძენი შესაბამის კონდიციაში. ქარხნები ხარისხიან ყურძენს ელოდებიან. თეთრი ყურძნის მინიმალური ფასი 70 თეთრია, საფერავზე კი - 80 თეთრი. რთველის მიმდინარეობისას ფასი იზრდება მოთხოვნის შესაბამისად. ორგანიზების კუთხით პრობლემა არ არის. თქვნ ამბობთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რთველი კარგად მიმდინარეობდა მე ვიყავი ამ პროცესებში ჩართული და გეტყვით, რომ წლევანდელი წელს რთველი გაცილებით უკეთესი იქნება,"- განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილმა კახეთში მიმდინარე აქციებს მართული და პროვოკაციული უწოდა.
"პროვოკატორები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და ცდილობენ აიყოლიონ მოსახლეობა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან, მათ დიდ ნაწილს ვენახები საერთოდ არ აქვთ. "- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
ლევან დავითაშვილის განცხადებით სამინისტრო და მინისტრი მზად არის შეხვდეს მოსახლეობას მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მასალის გამოყენების პირობები






