სამი თვის შემდეგ თბილისის ზოოპარკი კვლავ გაიხსნა
საზოგადოება - 12:15, 13 Sep, 2015     1691
დღეს თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა. ზოოპარკის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.

თბილისის ზოოპარკი 2016 წლის გაზაფხულისთვის ახალი ცხოველების ჩამოყვანას გეგმავს. გარდა ამისა უკვე დამტკიცებულია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის პროექტიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად განადგურებულია ზოოპარკის ქვედა ტერიტორია, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტს, თბილისის მერის თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროექტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ პერიოდში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე გააგრძელებს.

„სტიქიის პირველივე დღეებიდანვე დაიწყო ზოოპარკის გაწმენდა, ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. ვოლიერების გარკვეული ნაწილი მოწესრიგდა, ხელახლა დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ღობე. მართალია ზოოპარკი არ არის ძველი ფორმით, რადგან სტიქიამ პირველი ზოლი დააზიანა, რისი აღდგენაც შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისათვის თანხები უკვე გამოყოფილია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42