„ოჯახის სიმტკიცის, ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების და ღირებულებების დაცვის ნაცვლად სტანდარტი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ასწავლის მრავალფეროვნებას, გენდერულ თანასწორობას, ყველა ფორმის განსხვავებლობის მიმღებლობას, ოჯახური კონფლიქტების გასაჯაროებას და მიზნის მისაღწევად როლური თამაშების მეთოდი შემოაქვს. საგანი წარმოადგენს ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ თავისებურებებს. ოჯახის სიმტკიცის, მშობლების სიყვარულისა და პატივისცემის ნაცვლად აქცენტი გადატანილია ოჯახში ძალადობაზე, კონფლიქტზე, ბავშვის მიერ თავისი უფლებების დაცვასა და სხვადასხვა ფორმით მათ რეალიზებაზე. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო-სოციალური ექსპერიმენტი განათლების სამინისტროში მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც პარლამენტმა მიიო საქართველოს კანონი“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის მიერ განსხვავებულობის მიმღებლობაზე და ყველანაირი უმცირესობის დისკრიმინაციის მანკიერებაზე, მოსწავლეს ლგბტ პირთა ქცევის ნორმად აღიარებისკენაც მოვუწოდებთ და ერთგვარ პატივისცემას ვუნერგავთ.
საგანი „მე და საზოგადოება“ მენტალურად განსხვავებულია, სრულიად არის აცდენილი ქართულ რეალობას და მისი დანერგვა ბუნებრივად გამოიწვევს მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას. იმედს ვიტოვებთ, რომ ფართო საზოგადოება, რომლისთვისაც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საჯაროობის პრინციპის დარღვევით არ უზრუნველყო სტანდარტის ფართო და დეტალური გაცნობა, სათანადოდ შეაფასებს აღნიშნულ საგანგაშო ვიტარებას და არ დაუშვებს იმ პროცესის დაწყებას, რაც გამოიწვევს მომავალი თაობის ცნობიერებაში ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, პრინციპების და რწმენის სრულ რღვევას“-განაცხადა ვასაძემ
ვასაძის თქმით ამ საგნის შემოტანით მართლდება ჯორჯ სოროსის სიტყვები „თქვენთან კი არა, თქვენს შვილიშვილებთან ვაპირებთ თანამშრომლობას“-ო, როგორც ვასაძე აცხადებს რომ საგნის დანერგვის წინააღმდეგია საპატრიარქოც, მაგრამ „ქარავანი მიდის…“
მასალის გამოყენების პირობები






