კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო და გასართობი ცენტრი “ისთ ფოინთი” გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:15, 12 Sep, 2015     8799
კახეთის გზატკეცილზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი, “ისთ ფოინთი” გაიხსნა. ობიექტი საზეიმოდ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნეს.

„მინდა მივულოცო თბილისელებს, რომ ასეთი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. აქ არის ასევე სარეკრეაციო ზონაც და შესაძლებელია აქ ოჯახთან ერთად დასვენება. ეს სავაჭრო ცენტრი გათვლილია ყველა სეგმენტისთვის და მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ

სავაჭრო ცენტრი 85 000 მ2 ფართობს მოიცავს და მასში 150-ზე მეტი დასახელების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიაა განთავსებული. კომპლექსში განთავსებულია კავეას 10 კინო დარბაზი და რეგიონში პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო, 12 ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე&რესტორნით და სხვა.

„ისთ ფოინთ“-ის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 3 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42