წისქვილში მცხოვრებ მარტოხელა ქალბატონს სოციალური შემწეობა მოუხსნეს
საზოგადოება - 12:41, 12 Sep, 2015     4433
ქალაქ ოზურგეთში, მეგრელიძის ქუჩაზე #27-ა- ში მცხოვრები დარიკო ღლონტი სოციალური შემწობის გარეშე დარჩა. ქალბატონი მიტოვებულ წისქვილში ცხოვრობს, სადაც სამი პატარა ოთახია. შენობას , სადაც 78 წლის ქალბატონია შეფარებული ნორმალურ მდგომარეობაში არც სახურავი გააჩნია, არც იატაკი და არც კედლები. იატაკი ალაგ-ალაგ ჩავარდნილია, საიდანაც დიასახლისს ქვეწარმავლებისა და მღრღნელების ამოძრომის შიში აქვს. რაც შეეხება ავეჯს, ის სამი ჟანგმოკიდებული საწოლისგან, ფეხებმორყეული მაგიდისა და რამდენიმე სკამისგან შედგება. აქვე კუთხეში შეინიშნება ძველი ღუმელი და კედლებზე თაროები, რომელსაც დიასახლისი კარადის ნაცვლად იყენებს. რაც შეეხება დარიკო ღლონტს, ის წლებია წისქვილის შენობას აფარებს თავს, ამბობს, რომ ადრე აქ წისქვილს ამუშავებდნენ, ახლა კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არაფრის გაკეთების უნარი არ შესწევს, მას დიაბეტი აწუხებს და მენჯ-ბარძაყის ძვლის პრობლემაც აქვს, რის გამოც გადაადგილებას ვერ ახერხებს, მხოლოდ მცირე მანძილის გავლა შეუძლია და ისიც ხელჯოხის დახმარებით.
ქალბატონი თქმით, მისი მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, სოციალურად შეჭირვებულთა ერთიანი ბაზიდან ამოიღეს, თუმცა რა მიზეზით, მისთვის უცნობია, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სააგენტოში მისვლა ვერ მოახერხა. დარიკო ღლონტი სოციალრ შემწეობას 60 ლარს 6 თვის მანძილზე იღებდა, როგორც თავად ამბობს, გადამოწმებაზე მოსულ აგენტს დისშვილის სახელი და გვარიც შეაყვანინა, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გადამოწმების შემდეგ, მას 33 ათას 810 ქულა მიანიჭეს, თუმცა შეჭირვებულთა ბაზაში მაინც ვერ მოხვდა. თანხა, რაომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა, აღარ ერიცხება.
„ისე ცუდად გავხდი, ნუ მკითხავთ. დისშვილი მყავდა ცუდად, რთული ჯანმრთლობის მდგომარეობა აქვს, მითხრეს, მის სახელზეც დამეწერა განცხადება და მასაც დაუნიშნავდნენ, დავწერე განცხადება, დაენიშნა სოციალური,ორი თვე იღებდა და მერე მასაც მოუხსნეს და მეც, არადა აგენტს კი ვკითხე, პრობლემა სოციალურის აღებაზე მეც ხომ არ შემექმნებოდა. ამხელა ქულა როგორ მოვიდა, ვერ ვხვდები, არც არაფერი შემიძენია, მობრძანდით და თქვენი თვალით ნახეთ, აქ დედაჩემი ცხოვრობდა, ჩემი დისშვილი მეხვეწება ჩემთან გადმოდიო, მაგრამ ვერ გადავალ. ისეთებს აქვთ დახმარება, ქარვასლა რომ უდგათ და კარგად ცხოვრობენ, მე სამჯერ დამინიშნეს და მერე ისევ მომიხსნს. ვერ დავდივარ, რომ ჩავიდე და გავარკვიო რა მიზეზით. პენსიით და სოციალურით გამქონდა თავი, ერთი პატარა ბოსტანი მაქვს და იქაც ვერაფერი მოვიწვიე, ამინდმა ყველაფერი გააფუჭა. ნახეთ როგორი იატაკი მაქვს, ყველგან ჩამტვრეულია, უბრალო ფიცარი მაქვს ზედ დაფარებული, იმის საშუალება არ მაქვს, რომ მცირედით მაინც შევარემონტო და ყოველ დღე იმის შიშით ვარ, რამე არ შემოძვრეს და არ დამკბინოს. ჯერ არაფერი შემოსულა, მაგრამ ყოველთვის ხომ არაა ერთნაირად, უკეთესობას ველოდი და ივანიშვილმა მთლად დამაფსო" - აცხადებს დარიკო ღლონტი. მისი თქმით, კომუნალური გადასახადებიც დიდი რაოდენობით ერიცხება, რომლის გადახდა მისთვის პრობლემას წარმოადგენს. როგორც დარიკო ღლონტი ამბობს, მას ყოფილი საავადმყოფს შენობაში ერთი ოთახის გამოყოფას დაჰპირდნენ თუმცა დასძენს, რომ ეზოს გარეშე, მხოლოდ ერთ პატარა ოთახში ცხოვრება გაუჭირდება.დარიკო ღლონტის მეზობლის ლია მაჭარაშვილის განცხადებით , მარტოხელა ქალბატონს პრობლემები უამრავი აქვს, არც საცხოვრებელი უვარგა და არც დამხმარე ჰყავს ვინმე, თუმცა, მიუხედავად ამისა, დახმარება მაინც მოეხსნა: „ცოდოა ეს ადამიანი, უკვე მერამდენედ მოუხსნეს დახმარება, სახლი არ აქვს ნორმალური, არც დამხმარე ჰყავს ვინმე, როგორ შეიძლება ასეთი გაჭირვებული დატოვო დახმარების გარეშე, სადაა სამართალი?“ _ ამბობს ლია მაჭარაშვილი. როგორც ოზურგეთის სოციალური სააგეტოს ხელმძღვანელი ვასილ ხომერიკი გვეუბნება, აღნიშნულ სარეიტინგო ქულაზე, რაც დარიკო ღლონტს მიენიჭა, დახმარება ინიშნება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, ამას სააგენტო უშუალოდ ქალბატონის მიმართვის შემდეგ დაადგენს და უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმარება კიდეც: „ამ სარეიტინგო ქულაზე დახმარება ენიშნებათ, კონკრეტულად ამ ქალბატონის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ შეუძლია მოგვმართოს, მომმართოს მე, დავინტერესდებით მისი საქმით და რაც საჭირ იქნება, სააგენტო თავისი უფლებამოსლების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს. მეტს ვერაფერს გიპასუხებთ“- დასძინა სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ ხომერიკმა.
თეა იოსელიანი- გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42