მსოფლიო ვარსკვლავებმა 13 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის შესახებ ისაუბრეს
კულტურა - 20:13, 11 Sep, 2015     1471
მსოფლიო მეგავარსკვლავებმა - ნინო სურგულაძემ, 21-ე საუკუნის უდიდესმა მსოფლიო ტენორმაფაბიო არმილიატომ, ბოლო 20 წლის ყველაზე დიდმა მსოფლიო სოპრანომ დანიელა დესიმ და უდიდესმა მსოფლიო ბარიტონმა ალბერტო გაძძალემ დღეს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში პრესკონფერენცია გამართეს და 13 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი საქველმოქმედო გალა-კონცერტის შესახებ ისაუბრეს.

საოპერო მომღერლებმა ნინო სურგულაძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს და როგორც აღნიშნეს, მოხარულები არიან, რომ საქველმოქმედო პროექტში ნინო სურგულაძესთან ერთად მონაწილეობენ.

"ნინო სურგულაძესთან ერთად ვმონაწილეობდი "კარმენში". მოხარული ვარ, რომ ამ ნიჭიერ შემსრულებელთან ერთად კიდევ ერთხელ დავდგები სცენაზე", - განაცხადა ფაბიო არმილიატომ.

"მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას, მნიშვენლოვანია ის, რომ ამ კონცერტით არაერთ ბავშვს გავაბედნიერებთ", - აღნიშნა დანიელა დესიმ.

„ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედო გალა-კონცერტს 13 სექტემბერს, 21:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.

მარათონში მსოფლიო მეგა-ვარსკვლავები: ნინო სურგულაძე, ვუდი ალენის რჩეული, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ალბერტო გაძძალე - ბარიტონი, ფრანჩესკა დეგო - ვიოლინო, მაესტრო დანიელე რუსტიონი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

ღონისძიების გენერალური სპონსორია - „სოკარი“, ოქროს სპონსორი - „კოკა-კოლა“, სპონსორები - „ფასტ+1“, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, „ლაბელ მედი ქალი“, La Belle;

მუდმივი მხარდამჭერია - „თიბისი ბანკი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, biletebi.ge, სარეკლამო კომპანია „ალმა“, „ფავორიტი“, "ევექსი", ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია Rooms Hotel.

საინფორმაციომხარდამჭერები - ტელეკომპანია "იმედი", საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „მაესტრო“. რადიოები - „ფორტუნა; „აფხაზეთის ხმა“; „დარდიმანდი“; „კომედირადიო“; „არდაიდარდო“; ახალი ამბების სააგენტო „Front News”; ახალიამბების სააგენტო „Newposts”; პორტალი “Xnews”; „პრაიმტაიმი“; ახალი ამბების სააგენტო “acn.ge”; პორტალი „კვირა“, გაზეთი „ახალი თაობა“ და გაზეთი “ქრონიკა +“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42