5 დღის განმავლობაში საბავშვო ბაღების მეთოდისტები და აღმზრდელები შემდეგ საკითხებს განიხილავენ: თამაშის როლი ბავშვის სწავლასა და განვითარებაში, სასკოლო მზაობის ჯგუფის დღის განრიგი, სასკოლო მზაობის სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი, აღმზრდელის სახელმძღვანელოში არსებული თემატური მიმართულებები, ძირითადი საქმიანობები სასკოლო მზაობის ჯგუფში, სასკოლო მზაობის ჯგუფის ფიზიკური გარემო და რესურსები, დაკვირვბა და ჩანაწერების წარმოება, არაფორმალური შეფასება, ბავშვის პორტფოლიო, თანამშრომლობა მშობლებთან, სამუშაო დღის, კვირის დაგეგმვა.
სასკოლო მზაობის აღმზრდელთა ტრენინგის მიზანია, რომ აღმზრდელებმა შეძლონ ჯგუფებში ეფექტიანი სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პირველ ეტაპზე 164 მეთოდისტი და აღმზრდელიგადამზადდება.
სასკოლო მზაობის პროგრამის ტრენინგ-მოდული გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით და ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა.
ტრენინგ-მოდული ეყრდნობა სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფოს სტანდარტს, აღმზრდელის სახელმძღვანელოს და აქტივობათა კრებულს.
მასალის გამოყენების პირობები






