ჰაერის, სანაყაროების, წყლის დაბინძურების პრობლემა - RMG-ის საწარმოებში გარემოსდაცვითი აუდიტი ჩატარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:07, 11 Sep, 2015     1046
ააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ“ შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში გარემოსდაცვითი მაჩვენებლების შეფასებაზე მუშაობა დაასრულა.

საერთაშორისო გარემოსდაცვითმა აუდიტორებმა პროფესორმა გრიგორი შმატკოვმა და ირინა ნიკოლაევამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი აუდიტის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც "გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიის" დირექტორმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, მათ აღწერეს პრობლემები და ასევე გასცეს რეკომენდაციები.

“ჩვენმა ექსპერტებმა დაასრულეს მუშაობა აუდიტზე. ჩვენ აღვწერეთ პრობლემები, შევისწავლეთ და დავდეთ დასკვნები. ასევე, გავეცით რეკომენდაციები. პრობლემა არის ჰაერის, სანაყაროების, წყლის დაბინძურების და კიდევ სხვა. ჯერ ეს არის შავი მასალა, როდესაც ანგარიშს საბოლოო სახე მიეცემა, მაშინ გახდება სრულიად საჯარო ეს მასალები“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად 6 თვიან პროექტზე ქართველი გარემოსდაცვითი აუდიტორები, გეოლოგები, სამთო და გეოინჟინრები, ნიადაგმცოდნეები და წყლის ექსპერტები მუშაობდნენ. მათ საფუძვლიანად შეისწავლეს თუ რა ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე საწარმოო პროცესები.

დამუშავების პროცესშია ის რეკომენდაციები, რომელსაც აუდიტის დასრულებისას ააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია“ კომპანიას გადასცემს.

როგორც „არემჯი გოლდის“ გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი მიხეილ კვარაცხელია აცხადებს, საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ, კომპანია „არემჯი“ შესაბამის რეკომენდაციებს, აუცილებლად გაითვალისწინებს.

„აღნიშნული აუდიტი მიმდინარეობდა 6 თვე. ეს მოიცავდა მათ ადგილზე ჩასვლას და მის დათვალიერებას, დოკუმენტების შესწავლას. დაახლოებით ერთ თვეში საბოლოო მასალები დაიდება და გადმოეცემა კომპანიას“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ საწარმოებში გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარება კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის ინიციატივით 2015 წლის თებერვალში გადაწყდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42