როგორ შესრულდა ბიუჯეტი იანვარ-ივლისის პერიოდში - PMCG-ს მიმოხილვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:48, 11 Sep, 2015     1219

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციოს ჯგუფის - PMCG-ის ეკონომიკურ გამოცემაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2015 წლის იანვარი-ივლისის პერიოდის შესრულებაა გაანალიზებული. PMCG საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურისა (საქსტატი) და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2015 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებლი 58.0 %, ხოლო ხარჯების 56.3 %-ია, რაც აღმატება 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს (2.4 % პუნქტი, 2.6 % პუნქტი).

„აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ყველაზე დიდ წყაროს კვლავ საგადასახადო შემოსავლები (93.5 %), ხოლო საგადასახადო შემოსავლების ყველაზე დიდ წყაროს (45.5%) - დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) წარმოადგენს.


2015 წლის იანვარ-ივლისში, ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში ყველაზე დიდი წილი (35.1 %) სოციალური უზრუნველყოფის კატეგორიაზე გაწეულ ხარჯებს აქვს.

2015 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გაზრდილია 13.3 %-ით (542.5 მლნ. ლარით) და შეადგენს 4 613.3 მლნ. ლარს. აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტის შემოსავლები წლიური გეგმის 58.0 %-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ წლის დარჩენილი ხუთი თვის (აგვისტო-დეკემბერი) განმავლობაში შესრულდება ბიუჯეტის გეგმის 42.0 %.

2015 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები გაზრდილია 11.6 %-ით (469.6 მლნ. ლარით) და 4517.0 მლნ. ლარს შეადგენს. აღნიშნული შვიდი თვის განმავლობაში ხარჯების შესრულება გაზრდილია 2.6 % პუნქტით 2014 წლის შესაბამის მაჩვებელთან შედარებით და წლიური გეგმის 56.3 %-ს უტოლდება.

ამ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მოცულობა ბიუჯეტის ხარჯებს 2.1 %-ით (96.3 მლნ. ლარით) აღემატება.

2015 წლის იანვარ-ივლისში, საგადასახადო შემოსავლები 12.0 %-ით (461.9 მლნ. ლარით) აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს და 4 312.3 მლნ. ლარს შეადგენს. საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა წინა წლის მსგავსია: დღგ - 45.5 %, საშემოსავლო - 26.0 %, მოგება - 16.1 %, აქციზი - 11.2 % და იმპორტი - 1.0 %. აქედან, შემოსავლები გაზრდილია დღგ (6.6 %), საშემოსავლოს (15.1 %), მოგებისა (31.0 %) და აქციზის (10.5 %) გადასახადებიდან, ხოლო შემცირებულია იმპორტის გადასახადიდან (-28.3 %). ეს უკანასკნელი აიხსნება იმით, რომ აღნიშნულ პერიოდში შემცირებულია იმპორტის მოცულობა (-10.6 %).

აღნიშნულ პერიოდში, გადასახადების შესრულების მაჩვენებლები წლიურ გეგმასთან შედარებით შემდეგი სახისაა: დღგ - 55.9 %, საშემოსავლო - 57.5 %, მოგება - 73.0 %, აქციზი - 53.7 % და იმპორტი - 60.3%. მათ შორის, გაზრდილია მოგების (14.9 % პუნქტი), იმპორტისა (3.1 % პუნქტი) და საშემოსავლო გადასახადის (2.5 % პუნქტი) შესრულების მაჩვენებლები, ხოლო აქციზისა (-5.5 % პუნქტი) და დღგ-ს (-0.3 % პუნქტი) შემცირებულია.

2015 წლის იანვარი-ივლისის მდგომარეობით, გრანტების სახით მიღებული შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 2.9 %-ს (133.2 მლნ. ლარი) შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 73.9 %-ით (56.6 მლნ. ლარით) აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამ პერიოდში, გრანტების შესრულების მაჩვენებელი 52.0%-ია. ეს ნიშნავს, რომ თუ შესრულდა წლიური გეგმა, წლის დარჩენილ ხუთ თვეში (აგვისტო-დეკემბერი) კიდევ 122.7 მლნ. ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა შემოვა ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე.

2015 წლის იანვარ-ივლისში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა არ შეცვლილა: სოციალური უზრუნველყოფა - 35.1 %, შრომის ანაზღაურება - 17.3 %, გრანტები - 14.7 %, სხვა ხარჯები - 14.4 %, საქონელი და მომსახურება - 11.1 %, პროცენტი - 4.2 % და სუბსიდიები - 3.1 %.

წინა წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით, გაწეული ხარჯების მოცულობა გაზრდილია ყველა კატეგორიაზე. მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფაზე - 9.5 %-ით, შრომის ანაზღაურებაზე - 6.5 %-ით, გრანტებზე - 23.3 %-ით, სხვა ხარჯებზე - 14.7 %-ით, საქონელსა და მომსახურებაზე - 5.5 %-ით, პროცენტზე - 34.7 %-ით და სუბსიდიებზე - 0.1 %-ით.


აღნიშნულ პერიოდში, წლიურ გეგმასთან შედარებით ხარჯების შესრულება შემდეგი სახისაა: სოციალური უზრუნველყოფა - 59.0 %, შრომის ანაზღაურება - 56.7 %, გრანტები - 53.0 %, სხვა ხარჯები - 57.3 %, საქონელი და მომსახურება - 53.5 %, პროცენტი - 50.5 % და სუბსიდიები - 58.4 %. აქედან, გაზრდილია ყველა კომპონენტის შესრულების მაჩვენებელი გარდა საქონლისა და მომსახურებისა, რომელიც -2.4 % პუნქტით შემცირდა.“- აღნიშნულია PMCG-ის მიმოხილვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42