ბაკურიანში შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა დასრულდა
საზოგადოება - 10:53, 11 Sep, 2015     1243
თბილისის მერიის 2015 წლის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“ ბაკურიანში დასრულდა. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, 1 ივნისიდან, ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „ვერე პალასში“ 550-მა შშმ ბავშვმა, მოზარდმა და მათმა თანმხლებმა პირმა დაისვენა.

13 დღის განმავლობაში „ვერე პალასში“ შშმ პირთა ყოველი ნაკადის განკარგულებაში იყო სპორტული მოედანი, საცურაო აუზი, სატრენაჟორო, მაგიდის ჩოგბურთისა და საბილიარდო დარბაზები.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკურორტო მომსახურების პროგრამა პარალელურად ზღვაზე, ანაკლიაში ხორციელდება. წელს სასტუმრო „ოქროს საწმისში“ დასასვენებლად შშმ პირებზე 1 100 საგზური გაიცა. ანაკლიიდან დამსვენებელთა ბოლო ნაკადი 14 სექტემბერს დაბრუნდება.

„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, სულ, 2015 წელს, მთაში და ზღვაზე 1 650-მა შშმ პირმა და მათმა თანმხლებმა დაისვენა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს მთასა და ზღვაზე, გაცილებით მეტმა შშმ პირმა დაისვენა, რაც უკეთესი პირობების შექმნამ განაპირობა. „შშმ პირები ჩაკეტილ გარემოში იმყოფებიან, ეს კი ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და საზოგადოებისგან მათი იზოლაციის წინაპირობას ქმნის. ჩვენი პროგრამა იმით არის აქტუალური, რომ შენობებიდან მათი გამოყვანა და თანატოლებთან ერთად სხვა გარემოში დასვენება ბავშვების ჯანმრთელობისა და ემოციური ფონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.

თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა მიმდინარე წელს ინკლუზიურ გარემოში პირველად დაისვენეს, რადგან წინა წლებში მათ შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ. „მიმაჩნია, რომ პროგრამამ შედეგი გამოიღო. მომავალ წელს კი, ვიზრუნებთ მის დახვეწასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მეტად მორგებაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მიმდინარე წელს პირველად, კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ბაკურიანსა და ანაკლიაში დამსვენებელ ბავშვებთან და მოზარდებთან ერთ დღეს ატარებდნენ და კონცერტებს მართავდნენ ცნობილი მომღერლები და ჯგუფები - რობი კუხიანიძე, ბაკურ ბურდული, ლევან მიქელაძე, „ფრანი“, „ჩვენებურები“ და „მგზავრები“.

თბილისიდან ბაკურიანსა და ანაკლიაში შშმ პირთა ყველა ნაკადს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი აცილებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42