„შხამქიმიკატებში დახარჯულ ფულსაც ვერ ვიღებთ. მთავრობამ ხომ შეიძლება დაგვიფასოს შრომა. თვითონ ათასობით პრემიებს იღებენ, ჩვენ პენსიაც არ გვაქვს. ოჯახებს ვერ ვარჩენთ“, - ამბობენ კახელი მევენახეები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ყურძნის ფასის გადახედვა არ იგეგმება.
"უკვე წავედით კომპრომისზე, იმიტომ, რომ სუბსიდირებას არ ვგეგმავდით. იმ შემთხვევაში, თუ ქარხნები ვერ მიიღებენ, ვინაიდან მათი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, გვესმის, რომ გადავსებული აქვთ ის ჭურჭელი, რომელიც მათ გააჩნიათ და ღვინო აქვთ გასაყიდი, ამ შემთხვევაში ყურძენს ჩვენ მივიღებთ“, -განაცხადა ოთარ დანელიამ.
კახეთში "რთველი - 2015" გუშინ დაიწყო. ხელისუფლება ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს. ამ ეტაპზე 4 ღვინის საწარმო - დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ყურძნის გადამუშავება. სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და კახურ მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი - ჯამში 60 თეთრი. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს.
მასალის გამოყენების პირობები






