„ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედო გალა-კონცერტს 13 სექტემბერს, 21:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.
მარათონში მსოფლიო მეგა-ვარსკვლავები: ნინო სურგულაძე, ვუდი ალენის რჩეული, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ალბერტო გაძძალე - ბარიტონი, ფრანჩესკა დეგო - ვიოლინო, მაესტრო დანიელე რუსტიონი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების გენერალური სპონსორია - „სოკარი“, ოქროს სპონსორი - „კოკა-კოლა“, სპონსორები - „ფასტ+1“, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, „ლაბელ მედიქალი“, La Belle;
მუდმივი მხარდამჭერია - „თიბისი ბანკი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, biletebi.ge, სარეკლამო კომპანია „ალმა“, „ფავორიტი“, "ევექსი", ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია Rooms Hotel.
საინფორმაციო მხარდამჭერები - ტელეკომპანია "იმედი", საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „მაესტრო“. რადიოები - „ფორტუნა; „აფხაზეთის ხმა“; „დარდიმანდი“; „კომედი რადიო“; „არ დაიდარდო“; ახალი ამბების სააგენტო „Front News”; პორტალი “Xnews”; „პრაიმტაიმი“; ახალი ამბების სააგენტო “acn.ge”; პორტალი „კვირა“, ახალი ამბების სააგენტო „Newposts”, გაზეთი „ახალი თაობა“ და გაზეთი “ქრონიკა +“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე და ფილარმონიის სალაროებში.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები