"ესეც დაპირებული ახალი ამბავი!"- რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის ზოოპარკი
საზოგადოება - 16:06, 10 Sep, 2015     12863

თბილისის ზოოპარკი დაპირებულ ახალ ამბავს ფეისბუკგვერდზე ავრცელებს:

"1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8!

ესეც დაპირებული ახალი ამბავი!

ჩვენი კარაკულა დედა გახდა და ქვეყანას 8 პრიალა ლეკვი მოავლინა. ძალიან უცნაურია ის, რომ 7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს 1 თეთრი პატარა სიმბოლურად, საოცარი შემთხვევითობის წყალობით, შუმბას სახელზე გაჩნდა. სახელიც შევურჩიეთ - შუმბა.

მამა ვინაა არ ვიცით. არც იმის შესახებ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას, სად "იმაიმუნა" ჩვენმა გოგომ. ფაქტია, რომ შუმბას ვოლიერიდან გამოსულმა, უკვე დაბანილმა, გაკრეჭილმა და მოწესრიგებულმა სადღაც გაძრომა და მაშინვე ვიღაცის მოხიბვლა მოახერხა. ცოტა რომ მოპუტკუნდა კი შევიტანეთ ეჭვი, რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ ამგვარ სიურპრიზს ვერც კი წარმოვიდგენდით...

კარგი დედა გამოდგა ჩვენი კარაკულა. გალოკა, გააკრიალა, დაამწკრივა ბავშვები და უვლის გადასარევად. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 შვილის დედაა, მაინც ძველებური ეშმაკუნები უთამაშებს თვალებში.

მოკლედ, ცხოვრება გრძელდება!

P.S. ჰო, და არ დაგავიწყდეთ, რომ ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42