საჯარო რეესტრმა სტიქიის ზონის ორთოფოტო გადაღება დაასრულა
საზოგადოება - 12:31, 10 Sep, 2015     1427
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ვერეს აუზის ორთოფოტო გადაღება დაასრულა. აეროგადაღებამ დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია მოიცვა.

გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოები და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაცია სტიქიის ზონის დეტალურ, ზუსტ ტოპოგრაფიულ მონაცემებს აერთიანებს. ეს მონაცემები უკვე გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მოთხოვნის შემთხვევაში კი სააგენტო მათ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას გადასცემს.

ორთოფოტოების საფუძველზე მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებს საშუალება ექნებათ, წინასწარ შეაფასონ გარემო პირობები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი სამუშაო, ამ სამუშაოსთვის საჭირო ტექნოლოგიები და ხარჯები. ამას გარდა, ეს მონაცემები უამრავ სფეროს, მათ შორის, ქალაქგეგმარებას, გარემოს დაცვას, ჰიდროლოგიას, გეომორფოლოგიასა და სხვა დარგებს გამოადგება. მათზე დაყრდნობით მუშაობა კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბევრი პრობლემის, მათ შორის, არასათანადო მშენებლობებისა თუ სხვა პროექტების განხორციელების თავიდან არიდებას.

საჯარო რეესტრმა ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ განხორციელება იანვარში დაიწყო. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი ნორვეგიის მთავრობამ ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღებისთვის დამატებითი გრანტი გამოყო. აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთად სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები საჯარო რეესტრის სპეციალისტებიც.

პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ საქართველოს მთელი ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება.

ორთოფოტოებს საჯარო რეესტრი 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. იგი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42