სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:19, 10 Sep, 2015     4164
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევს.
ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძრვანელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „ობიექტივის“ ეთერში განაცხადეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვუილის განცხადებით, წელს საკმაოდ მძიმე რთველი იქნება, რადგან რუსეთსა და უკარინაში ღვინის ექსპორტის კლების გამო გაუყიდავი ღვინის ხარჟზე ქარხნებს უკვე აქვთ დაგროვილი ღვინის მნიშვნელოვანი მარაგები.

"ტრადიციულად იწურებოდა და ყველა ოჯახში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინო. შარშან იყო ისეთი მოთხოვნა და ისეთი აჟიოტაჟი, რომ შეიძლება ითქვას პირწმინადად ჩაბარდა და იყო ძალიან მაღალი თანხა, წელს ალბათ მოხდება გატანა სხვადასხვა ქალაქებშიც, რაც შარშან პრაქტიკულად არ იყო"- აცხადებს მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძრვანელის თქმით, წელს ყურძნის ჩაბარება გართულებულია და გლეხებს მოსავლის სახლში დაწურვას ურჩევს.

"რეგიონებში ღვინის მოხმარება ისევ არის, მაგრამ გაცილებით ნაკლებია ვიდრე ადრე. ღვინის მოხმარება თბილისშიც შემცირდა. აქედან გამომდინარეა, რომ ეს ყურძენი ჩაუბარებელი ხდება. მე მოვუწოდებდი ყველას, რომ დავუბრუნდეთ ღვინის სახლში დამზადებას, ყველას გვაქვს სახლში ქვევრები. ჩვენ თუ ყველა ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ და ღვინის მოხმარებას დავუბრუნდებით, ყურძენზე ფასიც გაიზრდება და კიდევ ახალი ვენახების გაშენება გახდება საჭირო", - განაცხადა სამანიშვილმა.

კახეთში "რთველი - 2015" იწყება. ხელისუფლება ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს. ამ ეტაპზე 4 ღვინის საწარმო - დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ყურძნის გადამუშავება. სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და კახურ მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი - ჯამში 60 თეთრი. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42