საპარტნიორო ფონდის ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:48, 10 Sep, 2015     1213
საპარტნიორო ფონდის წლიური აუდიტი დასრულდა. ფონდის 2014 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ყველა ფინანსური მონაცემი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, ფინანსური მონაცემი შთამბეჭდავია. „ვფიქრობ, ფონდის გაუმჯობესებული მონაცემი საშუალებასმოგვცემს დავაფინანსოთ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2014 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების კონსოლიდირებულმა ფინანსურმა შემოსავლებმა 2014 წლის განმავლობაში ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა. საპარტნიორო ფონდის წმინდა მოგება გაიზარდა 69%-ით 2013 წელთან შედარებით და 124.7 მლნ ლარი შეადგინა. 17%-ით გაზრდილია საოპერაციო მოგებაც და იგი 243 მლნ ლარს შეადგენს. (2013 წელს ეს ციფრი 207 მლნ ლარი იყო.) ფონდის ჯამური აქტივები შეადგენს 5.4 მილიარდ ლარს, რაც წინა წლის ჯამურ ატივებს 8%-ით აღემატება. საინტერესოა, რომ ასევე გაზრდილია ფონდის კაპიტალიც და იგი 2.6 მლრდ ლარია, რაც 9%-ით მეტია 2013 წლის მონაცემებთან შედარებით.

2014 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორთა დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნითაც ფონდის ფინანსური ანგარიში სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

2014 წლის ანგარიშში შესულია საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და „თელასის“ ფინანსური მონაცემები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42