პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს
საზოგადოება - 10:19, 10 Sep, 2015     7686

ფონდი "ივერიისას" ადმინისტრაცია საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბურჭულაძეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის კვართის ჩამობრძანების შესახებ არც მედიასთან და არც მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე არ განუცხადებია.

"პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ გამოთქვა თავისი გულწრფელი სურვილი იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა 2017 წლის 25 დეკემბერს, როდესაც ტაძარი დასრულდება, მთელ ქართველ ერს ლოცვითი მსვლელობით სამეგრელოდან ერთი დღით ჩამოებრძანებინა ღვთისმშობლის კვართი მახათას მთაზე და სრულიად საქართველოს მოელოცა ეს უდიდესი სიწმინდე. ბატონ პაატას რომ ჰქონოდა ინფორმაცია კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარების შესახებ, მის ამ სურვილს ალბათ არ გამოთქვამდა.

რაც შეეხება 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, მახათას მთაზე ამ დღეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაგეგმილია ჯვრის აღმართვა. სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, მოხდა ამ ორი თემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც შემდგომში მოჰყვა გაუგებრობა.

თხოვნით მივმართავთ ჟურნალისტებს, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომ მსჯელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე საქართველოს საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება გუშინ გაკეთდა .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42