კახეთში "რთველი - 2015" იწყება. ხელისუფლება ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს.
ამ ეტაპზე 4 ღვინის საწარმო - დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ყურძნის გადამუშავება.
რთველში ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება, რასაც შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სხვა ღვინის საწარმოების გახსნა მოჰყვება.
სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და კახურ მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი - ჯამში 60 თეთრი. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს.
„აღნიშნულის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მოსახლეობას დეტალების დასაზუსტებლად შეუძლია მიმართოს მათ - თუ რომელ საწარმოში რომელი ჯიშის ყურძენი შეუძლიათ ჩააბარონ“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






