მომღერალი გიორგი ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ ქალთან შედარებით, კაცს გაცილებით მეტი უფლება აქვს და საყვარელმა გოგომ ყველაფერში უნდა დაუჯეროს. რიგითი ჯარისკაცის გული ამ ეტაპზე თავისუფალია, თუმცა გოგოს, რომელიც მოინდომებს, რომ გიორგის თავი მოაწონოს, ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს. მომღერალი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
"ადვილად შემიძლია გოგოს ხასიათის ამოცნობა, ყველა დეტალს ვაკვირდები: საუბრის მანერას, ქცევებს, პრეტენზიული და ეჭვიანი ვარ. თუ გოგოს ჩემთან ყოფნა ენდომება, უნდა შეეცადოს, ყველანაირად გამიგოს და მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ, მეც შევეცდები მას ყოველმხრივ გავუგო. ცოლმა ქმარს ყველაფერში უნდა დაუჯეროს, თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, რომ სახლში საჭმელი გააკეთოს", - ამბობს გიორგი.
მომღერალი გაუგებრობას უწოდებს, ერთ-ერთი ინტერვიუში მის მიერ ნათქვამ ფრაზას, რომ "ქალიშვილ გოგოს ცოლად არ მოიყვანს".
"ეს რაღაც გაუგებრობა იყო. ინტერვიუს დროს ძალიან ცუდად ვიყავი და ჩემი პასუხებიც მთლად ადეკვატური არ იყო. შეიძლება შემეშალა კიდეც, ყველას მოგვდის შეცდომები. ჯობს ყველამ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ. ცუდად არავისზე მისაუბრია, არც ვინმესთვის გამიკეთებია ცუდი. პირიქით, სულ ვცდილობ, კარგი გავაკეთო", - ამბობს ნაკაშიძე.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები