გრანტის არმქონე სტუდენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრი დასაქმებას სთავაზობს
საზოგადოება - 17:06, 09 Sep, 2015     4194
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც იმ სტუდენტების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელთაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და თავად უწევთ საკუთარი განათლების დაფინანსება.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხშირად ახალგაზრდები საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკსაც თანხმდებიან ხოლმე, რაც პრაქტიკულად აღარ უტოვებს მათ სწავლისათვის საჭირო დროს. ცენტრი ასეთ სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს.

“ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდნენ დროებით სამუშაოებზე (მაგ.: გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურეობა, არაკონფიდენციალური მონაცემების დამუშავება და ა.შ).

პირველ ეტაპზე პროექტში რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებლის (თსუ, სტუ, ილიაუნი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრმა სასწავლებლებს უკვე მიმართა თხოვნით, რომ 20 სექტემბრამდე მიაწოდონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამ სტუდენტების სია და გაუწიონ მათ შესაბამისი რეკომენდაცია.

სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დაიწყონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა, შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას”,- აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42