სურსათის სააგენტომ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა
საზოგადოება - 15:10, 09 Sep, 2015     704
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა. წამლობითი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით 6664 ჰა-ზე ჩატარდა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების - კოღოს, აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით საშიში და მიგრაციული კალიების, ხოლო დასავლეთ საქართველოში საშიში საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ გამოყენებული იყო ბრძოლის ქიმიური და ბიოლოგიური ღონისძიებები როგორც სამანქანო დანადგარების, ასევე ავიაციის გამოყენებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა კოღოების სააწინააღმდეგო ღონისძიებები 3244 ჰექტარ ფართობზე კახეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ჩაატარეს. დასავლეთ საქართველოში საკურტორტო სეზონის გათვალისწინებით გამოყენებული იყო ბიოლოგიური ინსექტიციდი „Vectobac“-ი, რომლითაც დამუშავდა 1744 ჰექტარი ფართობი. აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინაამდეგ დამუშავდა 1500 ჰექტარი. შეწამლულ ადგილებში მნიშვნელოვნად შემცირდა მწერების პოპულაციის რიცხოვნობა. საგულისხმოა, რომ ტრანსმისიური დაავადების გადატანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ჩატარებული ღონისძიებების შედეგია.

კალიების საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის რეგიონებში დამუშავდა 32 000 ჰექტარი ფართობი, მათ შორის 4 000 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით.

მიმდინარე წელს სამეგრელოსა და გურიის რეგიონში დაფიქსირდა ამერიკული თეთრი პეპლის გამოვლენის ერთეული შემთხვევები. მარტვილის, ურეკისა, შეკვეთილისა და ფოთის ტერიტორიაზე 220 ჰა ფართობი დამუშავდა თერმული ნისლისა და წერტილოვანი დამუშავების მეთოდებით.

სააგენტომ აღნიშნულ ღონისძიება 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ჩაატარა, ხოლო ტრანსმისიულიდაავადების გადამტანი მწერების განადგურება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42