ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება
საზოგადოება - 11:53, 09 Sep, 2015     2864
თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება.

შესაბამისი დავალება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას მისცა.

„ვინაიდან საბავშვო ბაღები 14 სექტემბრიდან იწყებენ სასწავლო წელს, მინდა დავავალო ბაღების სააგენტოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ყველა ბაღში ჩაატარონ მონიტორინგი. ნახონ არსებული მდგომარეობა და კვირის ბოლოს წარმოადგინონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად მზად არის ყველა ბაღი ახალი სასწავლო წლის დასაწყებად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ბაღებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა ბაღებში საკვები პროდუქტების შესყიდვის საკითხს და აღნიშნა, რომ თუ ადრე ბაღებში საკვები პროდუქტების შეძენა პირდაპირი შესყიდვის გზით ხდებოდა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ეს პროცესი ტენდერით განხორციელდება.

„ტენდერის შედეგად დაიწია ფასებმა და გამოირიცხა ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ შესყიდვასთან არის დაკავშირებული. არის სახეობა რამდენიმე საკვები პროდუქტების, სადაც განმეორებით გამოცხადდა ტენდერები და მე ვფიქრობ, კარგი შედეგებით დასრულდება პროცესი. ის სახეობები, სადაც ჯერ არ არის გამოვლენილი გამარჯვებული, მოხდება საკმარისი პროდუქტების პირდაპირი წესით შეძენა. აქცენტი ავიღეთ ხარისხის კონტროლზე. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტოსტან და ყველა პროდუქტი, რომელიც შემოვა, იქნება შემოწმებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი მთავრობის პირობებში 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო და მომდევნო წელს დამატებით 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42