სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების შესყიდვა მიმდინარეობს
საზოგადოება - 20:33, 08 Sep, 2015     3950
სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV მონაკვეთის - 9,5 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია და ის მშენებლობის არეალში განსახლების პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება.

აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელი გახდა კერძო მესაკუთრეებისაგან მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამ დროისათვის, პროექტის ფარგლებში გამოსყიდულია 96 მიწის ნაკვეთი. მესაკუთრეთა ნაწილი აგვარებს ქონების რეგისტრაციის საკითხებს, ნაწილთან კი შეთანხმება ვერ შედგა.

აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე 8-10-ჯერ მეტია.

კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრულია დონორი ორგანიზაციის - ევროპის საინვესტიციო ბანკის განსახლების პოლიტიკის შესაბამისად 2014 წელს და ის ორიენტირებულია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და ქონების ობიექტური შეფასების პრინციპებზე.

განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით შეფასებულია სხვადასხვა კომპონენტი: სახნავ-სათესი ნაკვეთი - 3 ლარი კვადრატული მეტრი; საკარმიდამო ნაკვეთი - 4 ლარი კვადრატული მეტრი; არასასოფლო დანიშნულების ნაკვეთი - 5 ლარი კვადრატული მეტრი; ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების კომპენსაციის თანხა; შენობა-ნაგებობების შეფასების საკომპენსაციო თანხა (მათ შორის, ძველი ნაგებობები და ღობეებიც კი შეფასებულია აშენებისათვის საჭირო დანახარჯების გათვალისწინებით); იმ მოსახლეებზე, რომელთა საერთო ფართობის 20%-ზე მეტი ექცევა პროექტის ზემოქმედების არეალში დამატებით გაიცემა 915 ლარის ოდენობის კომპენსაცია; სოციალურად დაუცველი მოქალაქის სტატუსის მქონე მესაკუთრეზე გაიცემა დამატებით 915 ლარის ოდენობის კომპენსაცია. რომლის საერთო ოდენობის განსაზღვრის შედეგად დგინდება თითოეული მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით ასანაზღაურებელი თანხა:

უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით, მესაკუთრეებისგან თანხმობის მისაღწევად საავტომობილო გზების დეპარტამეტმა მის ხელთ არსებული მედიაციის ყველა რესურსს მიმართა. კომპეტენტური პირების მიერ შეხვედრების ორგანიზების, სიტყვიერი და წერილობითი სახით მოსახლეობის დეტალურად ინფორმირების შემდეგ, კომპენსაციის მიღებაზე უარის შემთხვევაში მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტების საყოველთაო მნიშვნელობის თაობაზე. ასევე, კიდევ ერთხელ მიეწოდათ პროექტების ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ.

ამავე შეტყობინებით მესაკუთრეებს ეცნობათ, რომ მათი უარის შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავს სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებების მფლობელებს კომპენსაციის მიღების შემდეგაც შეუძლიათ, სასამართლოს გზით იდავონ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხების გარეშე დაიცვან საკუთარი მოთხოვნები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42