„არემჯი“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე იმსჯელებს
საზოგადოება - 18:40, 08 Sep, 2015     1333
კომპანია „არემჯი“ განცხადებას ავრცელებს და სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ბრალდებებს პასუხობს

განცხადებაში კომპანია ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ სასამართლო დავის მოგების ფაქტსაც ეხმაურება.

„არემჯიში“ განმარტავენ, რომ სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების თაობაზე, გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო და კომპანია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ იმსჯელებს.

„კომპანია „არემჯი“ ეხმაურება პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას 14 ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ხსენებულ დავაზე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა პირველი ინსტანციის მიერ. ამ ეტაპზე დავა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ კომპანია იმსჯელებს მისი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ.

აქვე გვსურს კიდევ ერთხელ ვამხილოთ პროფკავშირი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ქმედებებში კომპანია „არემჯის“ წინააღმდეგ. კერძოდ, სიმართლეს არ შეესაბამება პროფკავშირის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზეწოლას სარჩელზე უარის თქმის მიზნით. დავის პროცესში მოსარჩელეთა უმეტეს ნაწილთან კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას ურთიერთმისაღებ პირობებზე, რის გამოც მათ უარი თქვეს დავის განხილვაში შემდგომ მონაწილეობაზე. ნაწილი მოსარჩელეებისა უკვე დასაქმებულია კომპანიაში, ხოლო დარჩენილი ნაწილის დასაქმება იგეგმება უახლოეს მომავალში.

პროფკავშირის მორიგი დეზინფორმაციული განცხადებიდან გამომდინარე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროფკავშირი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ დავის პირველ ინსტანციაში დასრულებამდე მოსარჩელეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მხარეებმა პროფკავშირის დახმარების გარეშე გამონახეს საერთო ენა და მიაღწიეს შეთანხმებებს ურთიერთმისაღებ პირობებზე“, - ნათქვამია კომპანია „არემჯის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42