"თურმე როცა მე მეძინა, ჩემი შვილები შველას ითხოვდნენ..."- ინდირას და ლიზას დედა სტიქიის ღამეს იხსენებს
საზოგადოება - 18:10, 08 Sep, 2015     9997
13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული დების - ინდირა და ლიზას დედა, გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ მისი შვილების ბოლო დღეს იხსენებს.

„იმ ღამეს, როცა ხუთსაათიანი კოკისპირული წვიმისგან ნიაღვარს მიჰქონდა ახალი გზა, ნუთუ პატრულის თითო ეკიპაჟი ვერ მოიძებნა, რომ დაეკეტათ ის მონაკვეთი და არ ამოვწყვეტილიყავით... ჩემი შვილები ერთ ნაბიჯში იყვნენ, თითქმის სახლს მოახლოებულნი, სავარაუდოდ მანქანა ჩაქრა, რითიც მოდიოდნენ. ამბობენ შავ ჯიპს გამოუვლია, ორი გოგო იდგაო, შეუთავაზებიათ გაყვანა, მათ უპასუხიათ - ჩვენი მანქანა ახლა დაიქოქება და წამოგვეწევაო. მე დაღლილს ჩამეძინა და დილის ექვს საათამდე არაფერი გამიგია, გაღვიძებისთანავე მეტროთი წავედი ნავთლუღის ბაზარში, რომ იქიდან საქონელი წამომეღო, არაფერი ვიცოდი წინაღამის შესახებ. როგორ ვაპატიო ჩემს თავს, თურმე როცა მე მეძინა, ჩემი შვილები შველას ითხოვდნენ... იმ დღეს ლიზი სამსახურიდან ადრე დაბრუნდა, იქ მომაკითხა დელისზე, მკოცნიდა წარამარა და მეუბნებოდა , დედა არ ვიცი ჩემს თავს რა ხდებაო... ბიჭი რომელსაც უნდა შეხვედროდა, თვალითაც არ მყავდა დანახული, გავეხუმრე , ერთი იმერელი მეყოფა სასიძოდ და შენც იმერელი არ შეგიყვარდეს-მეთქი, ისევ მიმეორებდა, არ ვიცი რა ხდება ჩემს თავსო. დავუცაცხანე, კარგი ნუ შემაწუხე ამდენი კოცნით, კლიენტებს უნდა მივხედო-მეთქი. ბევრი მეფერა და წავიდა თავის მოსაწესრიგებლად სახლში. დღედაღამ ვლოცულობ იმ დაკარგული ბიჭის გამო, ლიზას რომ შეხვდა, ღმერთს ვთხოვ ცოცხალი იყოს, მისთვის ვანთებ სანთელს ყოველდღე.

ჩემი ქაჯანა, ჩემი ინდირა მთელ ქუჩას აახმიანებდა ხოლმე, როგორც კი ჩამოვიდოდა თბილისიდან. გარეთ ვერ გავდივარ, მისი ხმა ჩამესმის, მისი ხალისიანი კისკისი.

დაკრძალვის შემდეგ არავის უკითხავს ჩვენი ამბავი, მაგრამ ჩემი შვილების დაკრძალვაზე თითქმის მთელი საქართველო იყო. ინდირა რომ გაიძახოდა, მთელი მსოფლიო გაიგებს ჩემს სახელსო, აი, ასე აუხდა. მე არ ვიცი, რა ვაკეთო, არაფრის ძალა არ მაქვს.“

წყარო „კვირის ქრონიკა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42