დავით ნარმანია სასტუმრო „გერგეთის“ მშენებლობის დაწყებას დაესწრო
საზოგადოება - 14:35, 08 Sep, 2015     2391
თბილისში, ებრაული ინვესტიციით, ბუტიკ სასტუმრო „გერგეთის“ მშენებლობა დაიწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თავმჯდომარე იციკ მოშე, „კას ბუტიკ ჰოტელ ჯგუფის“ დამფუძნებელი ხანოხ ჰეინრიხ კასი, აღმასრულებელი დირექტორი კლაუს ბოდო ჰანდი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე სტუმრებმა საქართველო-ისრაელის ურთიერთობასა და ქვეყანაში ებრაული ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრეს, შემდეგ კი სასტუმრო „გერგეთის“ შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

სასტუმრო „გერგეთის“ საერთო ინვესტიცია 25 000 000 დოლარს შეადგენს.

მშენებლობის პროცესში და მის შემდგომ, სულ 200 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

„ ცოტა ხნის წინ მე ვიმყოფებოდი ისრაელში, სადაც შევხვდი იერუსალიმის მერს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე ჩვენ ვისაუბრეთ თბილისში დაგეგმილ პროექტებზე და დედაქალაქში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე. ებრაული მხარე თბილისში 100 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხოციელებას გეგმავს, რაც, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები, რათა გავზარდოთ ეკონომიკური შესაძლებლობები ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესსექტორის წარმომადგენელთათვის. თბილისის კარი ღიაა ინვესტორებისთვის. დედაქალაქის მთავრობა მიესალმება ისრაელთან კომერციული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ოფიციალური დელეგაცია ისრაელიდან საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. დელეგაცია თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით ჩამოვიდა და რამდენიმე მრავალმილიონიანი პროექტის დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42