საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერელური დირექტორის მოადგილედ სერგი გვარჯალაძე დაინიშნა
საზოგადოება - 14:06, 08 Sep, 2015     1903
8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სერგი გვარჯალაძე დაინიშნა. ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ჩართოლანი იკავებდა. გიორგი ჩართოლანი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2014-2015 წლებში ჩაატარა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები, რაც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გამოვლენას, ასევე ზოგადად მედიაგარემოს შესწავლას. კვლევის საექსპერტო ნაწილის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ორგანიზაცია არ სარგებლობს მაღალი ნდობით და აქვს დაბალი რეიტინგი. იმავეს ადასტურებს ე.წ. „ფიფლმეტრების“ საშუალებით მიღებული ყოველდღიური მონაცემები. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა და ეტაპობრივად ხორციელდება რეფორმა რამდენიმე მიმართულებით:

• შეიქმნა ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგია

• მიმდინარეობს სტრუქტურის ძირეული ცვლილება

• განახლებულია ყველა სამაუწყებლო პლატფორმის საეთერო ბადე

• დაიწყო გაერთიანებული საინფორმაციო სამსახურის პროექტის იმპლემენტაცია რეფორმის განხორციელების მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ყველა მიმართულებით. სამეურვეო საბჭოს მიერ მომზადებულ პროგრამულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით მომზადდა მაუწყებლის გარდამავალი საეთერო ბადე, რაც შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი ცვლილებების პარალელურად არა თუ შეჩერდეს სამაუწყებლო ეთერი, არამედ გაძლიერდეს სხვადასხვა მიმართულებით: მაუწყებლის სოციალურ- პოლიტიკური ზოლი იზრდება, ემატება რამდენიმე ახალი პროგრამა, რაც თავისთავად გულისხმობს წამყვანების და ფორმატების მრავალფეროვნებას ყველა სამაუწყებლო პლატფორმაზე. ჩატარებული ღია კონკურსის საფუძველზე მზადდება ახალი პროგრამების საპილოტე ვერსიები, გამარჯვებული გადაცემები: კულტურის, საბავშვო, ახალგაზრდული, იუმორისტული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განთავსდება ახალ სამაუწყებლო ეთერში. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ძლიერდება ჟურნალისტური გამოძიების არსებული ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროგრამებს ყველა სამაუწყებლო არხისთვის, შეძენილია მექანიკური წარმოების პრემიუმ კლასის პროდუქცია: სერიალები, ფილმები, ანიმაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო ორგანიზაცია, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, გეგმავს რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42